ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მინიმე
ჟანრი: პროზა
20 იანვარი, 2017


"ავტირდი"

ჩაბნელებულ ოთახში მუსიკას ვუსმენ.რომელიღაც ჯგუფია,არ ვიცი სახელი.ყველაფერი თავდაყირა დგას.კედელზე ბავშვობის სურათები.მაგიდაზე შემოდგომის ფოთლებივით მიმიყრილი ლექსები.დამპალი ლექსები.მხოლოდ ამ ლექსებს შეუძლიათ ის ცხოვრება გამახსენონ,რომელმაც დიდი ტკივილი მარგუნა.საათი..გაჩერებული კედლის საათი,რომელსაც შეგნებულად არ ვუცლი ელემენტს.მეშინია..დროის გასვლის მეშინია.რჩეულიშვილის,ჩოხელის,ბაძაღუას,ტერენტის ფოტოები კედელიდან მიმზერენ.სალამი უკვდავთა საზოგადოებას ! ღმერთო დღეს უნდა გადავრჩე! ამ ღამეს,როგორმე უნდა გავუძლო.ცხელი ჩაი მითბობს გაყინულ სხეულს.ცივა სახლში..ზამთარს ვაბრალებ..არეულია ოთახი..ტანსაცმელი აქეთ-იქით მივყარე.დახეული ჯინსები,სვიტრი და საყვარელი პერანგი,რომელიც იმ დღეს მეცვა,ის რომ გავიცანი.არაფერი განსაკუთრებული..ეს არაა ფანატიზმი..ვწვები საწოლზე..ვერ ვისვენებ..გარეთ გასვლა არ მინდა..ხალხს ვეღარ ვუგებ..დეპრესიის პირველი ნიშნები.ავდგები ცოტას გავივლი ოთახში.ხელებს თავში ვიშენ.ვოცნებობ...ძალიან ბევრს ვოცნებობ..ზოგჯერ მუსიკას შეუძლია თავის მოკვლისკენ გიბიძგოს.დაცარიელდა ქვეყანა ადამიანებისგან.ყველაზე ძლიერებს სუსტებად რაცხავენ..მუსიკას დაბალ ხმაზე ვუწევ..ჩემი ბავშვობა კვლავ მიყურებს კედლებიდან..თვალს არ მაცილებს.სიგარეტს არ ვეწევი.ვარღვევ სტერეოტიპს,რომ შემოქმედის ოთახი აუცილებლად კვამლით უნდა იყოს გაჭვარტლული..მე მაპატიეთ.მარტო დავდივარ..ყველაფერი გულთან მიმაქვს..წეღან ჩემს ბათინკებს დავხედე და გული მეტკინა..გვერდზე გახეულა..ახალს ვერ ვყიდულობ..ფული არ მაქვს.ალბათ,რომც მქონდეს არ ვიყიდიდი.მიყვარს ძალიან..მას ჩემთან ერთად იმდენი მანძილი აქვს გავლილი ვერ ვიმეტებ..თმას და წვერს ვიზრდი..ჩემზე ამბობენ შეიცვალაო..არადა ისევ ისეთი ვარ.როდესაც ადამიანს შენთან ურთიერთობა აღარ უნდა,მიზეზს აუცილებლად შემოგახვევს..გაუშვი რა..წავიდეს... წვიმს გარეთ..არაფერი ხდება ახალი...დავდივარ ცარიელ ოთახში...ფანაჯრასთან მივედი..ლამპიონებით განათებული ქუჩები,მანქანების მოძრაობა და წინა კორპუსში რამოდენიმე სახლში ანთებული ნათურა..ვიდექი და ვფიქრობდი...ბოლოს კი,როდესაც ვეღარაფერი მოვიფიქრე დაორთქლილ ფანჯარაზე „მიყვარხარ“ მივაწერე თითებით..მივაწერე და ავტირდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები