აქ, ჩემს ქალაქში მდინარეს აქვს თალხი სამოსი, ჩემი ქალაქის ზეცა ზოგჯერ ნაცრისფერია, მაგრამ სილურჯე მოედება, მზე რომ ამოდის და ჩიტუნები გაზაფხულის ამინდს მღერიან.
მედიდურ კლდეებს ისტორიის იერი ახლავთ, თვით მეფე თამარს გაკვირვება გამოუხატავს, როცა ინება აქაური გარემოს ნახვა, უჩვეულოდ რომ მოუწყვია ბუნების მხატვარს.
ჩემს ქალაქს არცთუ შესაშური დრო უდგას ახლა, მივიწყებისგან ხეებსაც კი დაეტყოთ დაღლა, არ ძალუძს ტირიფს, ტოტები რომ აღაპყროს მაღლა, აქვე ასწლოვან მაგნოლიას შეხვდები, გამხმარს.
ვნანობ, აქამდე არაფერი დამიწერია, ან ამ სტროფებით რას შევმატებ კარგსა და ახალს, ქალაქს, რომელიც ნოსტალგიის ათი წელია, ჩემს ქალაქს, ჩემი ბავშვობა რომ შემოუნახავს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. გმადლობთ კომენტარებისთვის! :) შობა-ახალ წელს გილოცავთ, აქვე! საუკეთესო სურვილებითურთ...
გმადლობთ კომენტარებისთვის! :) შობა-ახალ წელს გილოცავთ, აქვე! საუკეთესო სურვილებითურთ...
20. Ai chiaturac aq yofila ++ Ai chiaturac aq yofila ++
19. ჭიათურა! ძალიან ძვირფასია ეს ქალაქი ჩემთვის ) ძალიან ბევრ ტკბილ მოგონებას იტევს ) ++ ჭიათურა! ძალიან ძვირფასია ეს ქალაქი ჩემთვის ) ძალიან ბევრ ტკბილ მოგონებას იტევს ) ++
17. არა ძვირფასო, შენს მდინარეს არა აქვს თალხი, ის ლუკუმია და გვერდიდან გავს დაელმებულ ცერერას ცალ თვალს. ვიცი იმიტომ, რომ შენი მდინარე ჩემთანაც მოდის, შენი ქალაქის ყველა სუნთქვა მოაქვს ჩემამდე და სილამაზედ მხრებაზიდული ეს უცხო მხარე გავს მისტიური დევების ქვაბულს, სადაც ჯადოქრებს სასწაულის გამოისობით ჯურღმულებიდან ამოაქვთ დედამიწის შავი სხეული და ზაფხულობით მწვანეხავერდგულამოფენილს აკვანივით არწევს რომელიღაც კლდეზე შემომჯდარი ღრუბლის თეთრი ფთილა... მე მიყვარს შენი ქალაქო და მიყვარს რომ შენ ასე ლამაზად გიყვარს შენი ქალაქი ლამაზია, ყოჩაღ არა ძვირფასო, შენს მდინარეს არა აქვს თალხი, ის ლუკუმია და გვერდიდან გავს დაელმებულ ცერერას ცალ თვალს. ვიცი იმიტომ, რომ შენი მდინარე ჩემთანაც მოდის, შენი ქალაქის ყველა სუნთქვა მოაქვს ჩემამდე და სილამაზედ მხრებაზიდული ეს უცხო მხარე გავს მისტიური დევების ქვაბულს, სადაც ჯადოქრებს სასწაულის გამოისობით ჯურღმულებიდან ამოაქვთ დედამიწის შავი სხეული და ზაფხულობით მწვანეხავერდგულამოფენილს აკვანივით არწევს რომელიღაც კლდეზე შემომჯდარი ღრუბლის თეთრი ფთილა... მე მიყვარს შენი ქალაქო და მიყვარს რომ შენ ასე ლამაზად გიყვარს შენი ქალაქი ლამაზია, ყოჩაღ
16. ფოტოს თუ გულისხმობთ, 3-4 წლის წინანდელია. :)
ფოტოს თუ გულისხმობთ, 3-4 წლის წინანდელია. :)
15. რაც დრო გადის უფრო და უფრო მშვენდები, ჩემო თეა. რაც დრო გადის უფრო და უფრო მშვენდები, ჩემო თეა.
14. გასაგებია. :) თუმცა, ჟორიას შესახებ აქამდე არაფერი მსმენია.
გასაგებია. :) თუმცა, ჟორიას შესახებ აქამდე არაფერი მსმენია.
13. ვიცი თეა ვიცი, ჟორია და მამაჩემი მეგობრობდენ ჩემს ბავშვობაში. "ჟორია ვარ მე ჟორიაი" - გახსოვთ ხო? არაა ჩემთვის ჭიათურა უცხო და არც მისი სატკივარია უცხო. შეიძლება ეკოსისტემის საკითხის მოგვარება და მდინარის გასუფთავებაც. - ეგ ვიგულისხმე.
ვიცი თეა ვიცი, ჟორია და მამაჩემი მეგობრობდენ ჩემს ბავშვობაში. "ჟორია ვარ მე ჟორიაი" - გახსოვთ ხო? არაა ჩემთვის ჭიათურა უცხო და არც მისი სატკივარია უცხო. შეიძლება ეკოსისტემის საკითხის მოგვარება და მდინარის გასუფთავებაც. - ეგ ვიგულისხმე.
12. გმადლობთ, ელადა. გაიხარეთ :) შრომისმოყვარეობა გამორჩეულად დასაფასებელი თვისებაა, მით უმეტეს - ჩვენს დროში.
ნეფერტარ, საწყენი არაფერია. :) ისე, მდ. ყვირილა მანგანუმის გამო მუქდება ჭიათურაში.
გმადლობთ, ელადა. გაიხარეთ :) შრომისმოყვარეობა გამორჩეულად დასაფასებელი თვისებაა, მით უმეტეს - ჩვენს დროში.
ნეფერტარ, საწყენი არაფერია. :) ისე, მდ. ყვირილა მანგანუმის გამო მუქდება ჭიათურაში.
11. კარგი თეა, შენ არ გეწყინოს, მთავარია თალხი მდინარე კრიალა და გამჭირვალე გამხდარიყოს. შენისთანა ავტორის პირობაზე უკეთესი ეკუთვნის მშობლურ ქალაქს. - ეგ მქონდა მხედველობაში.
კარგი თეა, შენ არ გეწყინოს, მთავარია თალხი მდინარე კრიალა და გამჭირვალე გამხდარიყოს. შენისთანა ავტორის პირობაზე უკეთესი ეკუთვნის მშობლურ ქალაქს. - ეგ მქონდა მხედველობაში.
10. მე არ ვიცი ბევრი მხარე, არც მინახავს ჭიათურა, მაგრამ ვიცი იქ მშრომელ ხალხს, რა ნამუსის ქუდიც ხურავს. ................................................... საუკუნოვან ქალაქს, დღეს ფანტელები შვენის, საუკუნოვან მადანს ლექსი და ხოტბა ჩემიც.
ძალიან მიყვარდა და მიყვარს ჭიათურლები....მგონი ცოტათი მოვეფერე ამ ჩემი მწირი ლექსით. მე არ ვიცი ბევრი მხარე, არც მინახავს ჭიათურა, მაგრამ ვიცი იქ მშრომელ ხალხს, რა ნამუსის ქუდიც ხურავს. ................................................... საუკუნოვან ქალაქს, დღეს ფანტელები შვენის, საუკუნოვან მადანს ლექსი და ხოტბა ჩემიც.
ძალიან მიყვარდა და მიყვარს ჭიათურლები....მგონი ცოტათი მოვეფერე ამ ჩემი მწირი ლექსით.
9. სასიამოვნოა, მირიან. გეთანხმები... სიცოცხლის პირველი ათწლეულის გატარების შემდეგ, თითქმის ყოველდღე მახსენდება მშობლიური ქალაქი; იშვიათად ვსტუმრობ კიდეც; სიზმარშიც არაერთხელ მინახავს და ფოტოზეც; მეც გადამიღია სურათები, მაგრამ რატომღაც იმ ფოტოს ნახვისას შემომეწერა მოულოდნელად ლექსი, ილუსტრაციად რომ დავდე აქ. :)
ნეფერტარ, რაცაა, ნამდვილია. :)
აქვე, ნინოობის დღესასწაულს გილოცავთ ყველას!
სასიამოვნოა, მირიან. გეთანხმები... სიცოცხლის პირველი ათწლეულის გატარების შემდეგ, თითქმის ყოველდღე მახსენდება მშობლიური ქალაქი; იშვიათად ვსტუმრობ კიდეც; სიზმარშიც არაერთხელ მინახავს და ფოტოზეც; მეც გადამიღია სურათები, მაგრამ რატომღაც იმ ფოტოს ნახვისას შემომეწერა მოულოდნელად ლექსი, ილუსტრაციად რომ დავდე აქ. :)
ნეფერტარ, რაცაა, ნამდვილია. :)
აქვე, ნინოობის დღესასწაულს გილოცავთ ყველას!
8. თეა... არა.
თეა... არა.
7. ზედმეტად პათეტიკურია ხოლმე ასეთ თემაზე დაწერილი ლექსები, მაგრამ ეს ნამდვილად არა. პატივს ვცემ, თქვენს შემოქმედებას, წარმატებები! :)
ზედმეტად პათეტიკურია ხოლმე ასეთ თემაზე დაწერილი ლექსები, მაგრამ ეს ნამდვილად არა. პატივს ვცემ, თქვენს შემოქმედებას, წარმატებები! :)
6. ჰო, გიო, მართლა ძალიან მიმზიდველი შეიძლება გახდეს ქალაქის ლანდშაფტი, თუნდაც ტურიზმის განვითარების კუთხით - სათანადო ხელშეწყობა რომ იყოს.
ეგ "ჰოლივუდური" აბრაც ბავშვობას მახსენებს... :)
დიდი მადლობა ყველას გულთბილი კომენტარებისთვის, ნექტარს - ექსპრომტისთვისაც!
ჰო, გიო, მართლა ძალიან მიმზიდველი შეიძლება გახდეს ქალაქის ლანდშაფტი, თუნდაც ტურიზმის განვითარების კუთხით - სათანადო ხელშეწყობა რომ იყოს.
ეგ "ჰოლივუდური" აბრაც ბავშვობას მახსენებს... :)
დიდი მადლობა ყველას გულთბილი კომენტარებისთვის, ნექტარს - ექსპრომტისთვისაც!
5. არსაწყენად თეა, თეა:
ვერ უშველი გამხმარ ტირიფს, თავს ნუ მისცემ ნოსტალგიას. გაზაფხული მოვა შენთან, თუ დატოვებ სარკმელს ღიას. აპრილს ახლავს სიხალლისე, ის ახარებს გულის ჭიას. დრო ყველაფერს შეცვლის ლაღად, დროს ტკივილიც თავად მიაქვს.
ნ ე ქ ტ ა რ ი. არსაწყენად თეა, თეა:
ვერ უშველი გამხმარ ტირიფს, თავს ნუ მისცემ ნოსტალგიას. გაზაფხული მოვა შენთან, თუ დატოვებ სარკმელს ღიას. აპრილს ახლავს სიხალლისე, ის ახარებს გულის ჭიას. დრო ყველაფერს შეცვლის ლაღად, დროს ტკივილიც თავად მიაქვს.
ნ ე ქ ტ ა რ ი.
4. გულითადია, მზრუნველობის ფუნქციური დატვირთვით, ლამაზად მოვარაყებული უკმაყოფიოებით შექმნილი სევდა. გულითადია, მზრუნველობის ფუნქციური დატვირთვით, ლამაზად მოვარაყებული უკმაყოფიოებით შექმნილი სევდა.
3. კარგი ხარ თეა, როგორც ყოველთვის. კარგი ხარ თეა, როგორც ყოველთვის.
2. კი,მშვენიერი მიძღვნაა და ქალლაქიც ასევე მშვენიერი,უბრალოდ-მიუხედავი და მიგდებული, იმედია,რამე გამოსწორდება და თავისი სპეციფიური მდებარეობით და სილამაზით კვლავ გახდება: ,,ჭიათურა (ჩვენი) სიამაყე!,, კი,მშვენიერი მიძღვნაა და ქალლაქიც ასევე მშვენიერი,უბრალოდ-მიუხედავი და მიგდებული, იმედია,რამე გამოსწორდება და თავისი სპეციფიური მდებარეობით და სილამაზით კვლავ გახდება: ,,ჭიათურა (ჩვენი) სიამაყე!,,
1. სიკეთე ჭიათურას. მიყვარს ეს ქალაქი. თაბაგრებსაც ბევრს ვიცნობ. კარგია, განსაკუთრებით დასაწყისი . ++ სიკეთე ჭიათურას. მიყვარს ეს ქალაქი. თაბაგრებსაც ბევრს ვიცნობ. კარგია, განსაკუთრებით დასაწყისი . ++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|