ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რუსკა ბაზალი
ჟანრი: პოეზია
4 მარტი, 2017


...

ნისლივით მიწევს ლოგინის ქვეშ სიცოცხლის ფრანი,
სულდაკერილი უვადობით ,თითის გულებით
მისინჯავს გემოს,სიმშრალისას რომ მისხას წყალი,
გამიფერადოს სილუეტი გადახუნების...
მუქი წრეებით თვალების ქვეშ მაღვიძებს დილა,
ფარდების იქით ორსულობით მწვანდება ბაღი,
და იმპულსები სიცოცხლისა დღეებად ღირდა,
გადაყლაპული ცრემლებივით მწარე წამალიც...
ვუკვეთავ ღამის მუსიკოსებს მაჟორულ ჰანგებს,
და თავის ტკივილს სიცხიანი გუგები ითმენს...
იმედებს ვათრობ ვაჟკაცების,ალგეთს რომ ზრდიან ...
ტემპერატურაც თერმომეტრზე ნელ-ნელა იწევს...
წავალ ჩავაწყობ ღამის ფერებს,დილის ჟანგბადით
გაჟღენთილ ყავას ,წყლის წვეთებად დანამულ ტუჩებს
ზურგჩანთის ფსკერზე...და ჰორიზონტს ამ მწირი ბარგით
მივუტან კვირტებს ...ყოჩივარდებს ვუყიდი ქუჩებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები