ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
18 იანვარი, 2009


საუბარი მცხეთასთან

როგორ ტირიან შენი ხევები,
რა ცრემლიანი აღმართებია,
ვხვდები რომ შენთვის ეგ ნანგრევები,
არც ოცნებაა და არც ფრთებია.

ეგ გალავნები და ციხეები,
დღეს რომ წინაპრებს დამსგავსებიან.,
წამომართულან, როგორც დევები
და გიამბობენ ამბავს სევდიანს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები