ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სალალო
ჟანრი: პროზა
6 მარტი, 2017


დილით ტაქსიში

ვჩქარობდი (ტრადიციულად)...
რაღაც პერსონალური ფაქტორის გამო, ძალიან მაგვიანდებოდა და მხოლოდ ტაქსის მძღოლის პროფესიული სიყოჩაღეღა მაიმედებდა, რომ მინიმუმამდე მაინც დავიყვანდი დაგვიანების წუთების (უკვე საგანგაშო წერტილს მიღწეულ) რაოდენობას;
ამიტომ, ვეცადე, მთელი დრამატიზმი და თავაზიანობა მომეხმო მძღოლთან თავიდანვე;
(აი, ზუსტად იმ მომენტში, მძღოლსა და "კლიენტს" შორის რომ უნდა გადაწყდეს მთელი მომავალი პაწაწკუნტელა თანამშრომლობის ყველა ნიუანსი, თანხა იქნება ეს, საქმის შესრულების ხარისხი თუ ჩამოწოლილი აურის პირველი მარცვლები);
მოკლედ,
- რაც შეიძლება სწრაფად-მეთქი -ვთხოვე მოკრძალებული სასოწარკვეთით;
- დედას ვუტირებთო მითხრა და "გაქუსლა" (ავტომობილისეული ვერსიით : D).
ბრაზნარევად გამეღიმა და უხმოდ მივენდე მის თავდაჯერებას;
მძღოლმა აშკარად ორიგინალური ტრაექტორიები აირჩია..
გავიარეთ გზები/ქუჩები, რომლებიც აქამდე არასდროს გაჭაჭანებულან ჩემს მარშუტში, სამსახურისაკენ მიმავალ გზაზე;
გავისუსე.. აღარ ვიცოდი, ეს მისი იშვიათი გამოცდილების ტექნიკა იყო თუ პროფესიული სიაფანტობისთვის მიმეწერა უნდა...
ერთი კი მეყო სითავხედე და ვკითხე, ბატონო, ხომ გახსოვთ სადაც მივდივართ- თქო;
დამიდასტურა და მშვიდად აჩქარდა..
ისევ გავჩუმდი და გავაგრძელე შინაგანი შფოთვა;
(მოთმინების ფიალა გადავსებულ მდგომარეობაში)..
მთელი 25 წუთი გამოგვეცალა ამასობაში და მივუახლოვდით დანიშნულების პუნქტსაც ... ( ნაიმედევ დროსთან შედარებით, 8-9 წუთით უფრო გვიან);
ჩემი ბოლო წუთების ფიქრები კი მძღოლის კრიტიკას ემსახურებოდნენ მხოლოდ.
ჩემს თავზე ვბრაზობდი, რატომ თავიდანვე არ ვუთხარი, რომ იმ გზით წავსულიყავით, როგორც აქამდე დავდიოდი ხოლმე;
ასე ხომ დამატებით 10 წუთიან დაგვიანებას მაინც გადავრჩებოდი..
ის იყო, ჩემი და მძღოლის "ურთიერთობის" უკანასკნელმა წუთმა დაიწყო ათვლა და უეცრად, მეკითხება:
- საიდან ხართ თქვენ, გოგონა?
- მესხი გახლავართ!
- მასეც ვიცოდი..
- მართლა? საიდან მიხვდით?
- სიმშვიდეში შეგატყეთ; შეყვარებული თუ გყავთ? (თითქოს გაუმძაფრდა კომუნიკაციის საღერღელი და კითხვითვე განაგრძო მძღოლმა)
- არა - მივუგე ლაღად და ლაკონურად;
- რატომ, კი მაგრამ?
- რავიცი, არ არიან კარგი ყმაწვილები.. (ვპასუხობ მსუბუქი სიცილის თანხლებით);
- მერედა, შენს მხარეშიც არავინაა, დავიჯერო?
- იქ მხოლოდ რამდენიმე დღით ჩავდივარ ხოლმე და როგორც ჩანს, არაა ეს საკმარისი დრო, მათ "აღმოსაჩენად" (აქაც ვიცინი);
- აარა, გენაცვალე, ეს პირიქითაა, ისინი უნდა გეძებდნენ!
- ჰო, ალბათ;
- ისე კი, ძალიან მიყვარს თქვენი კუთხის ქალები.. თქვენზე ამბობენ, რაღაც, სხვანაირად ჯიგრიანები არიანო;
- სხათაშორის, მეც ბევრისგან მომისმენია ჩვენზე მსგავსი დახასიათება და ალბათ ახლოსაცაა სიმართლესთან - ვუთხარი სიამაყით გულანთებულმა;

ალბათ განავრცობდა ჩვენი მუზა მორეული მძღოლი, მესხი ქალების ხოტბას, რომ არა:
-აი, აქ გამიჩერეთ, თუ შეიძლება-მეთქი;
დავემშვიდობეთ კეთილი სურვილებით და გავიქეცი სამსახურისკენ, დაგვიანების გამო აფორიაქებული,
თუმცა სავსე დიდი სიამაყით და პოზიტივებით;

პ.ს
მე მიყვარს მესხეთი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები