(ნაწყვეტი)
ის დღე, ეტყობა, იმგვარი დღეების რიცხვს განეკუთვნებოდა, გაკეთებით რომ ვერაფერს აკეთებ და არც ეშვები. ვერც წერა-კითხვისთვის შევიქმენი განწყობა და ვერც - სხვა რამ საქმისთვის. მერე ვიფიქრე, მაგიდაზე დალაგებულ, რამდენიმე კვირის წაუკითხავ გაზეთებს გადავხედავ და თავ-თავის ადგილს მაინც მივუჩენ-მეთქი. დიდი გაზეთების უინტერესო გვერდებსა თუ სარეკლამო განცხადებებს ჩქარ-ჩქარა ვფურცლავდი. ერთი ასეთი გაზეთის მორიგი გვერდის გადაფურცვლისას თვალმა რაღაც ნაცნობი აღიქვა, დააფიქსირა, თუმცა ინერციის ძალამ მომდევნოზე ჩემდა უნებურად გადამიყვანა. უკვე გადაფურცლული გვერდი უკანვე გადმოვფურცლე და ქვედა მარჯვენა კუთხეში განთავსებულ ფოტოზე გამოსახული ახალგაზრდა კაცის ღიმილიან გამომეტყველებას გადავაწყდი. სურათს ტექსტიც თან ახლდა. ტექსტის სათაური მკითხველს ფოტოზე გამოსახული პირის ორმოცდაათი წლის იუბილეს აუწყებდა, ხოლო ორი აკადემიკოსისგან ხელმოწერილი მისალოცი ასე იწყებოდა: ,,ქართველ სწავლულ ეკონომისტთა შორის ყურადღებას იმსახურებს საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ალმასხარ ორთქლიფანიძე. თავისი ერუდიციით, ორიგინალური აზროვნებით, პროფესიონალიზმით, თავდაუზოგავი შრომით, ინტელიგენტურობითა და გულისხმიერებით, მიუხედავად არცთუ დიდი ასაკისა, საპატიო ადგილი დაიმკვიდრა ეკონომისტთა საზოგადოებაში.” კითხვა აღარ გამიგრძელებია. არც რაიმე სახის რეაქცია მქონია, თუმცა ნანახმა და წაკითხულმა მოგონებებში ჩემდა უნებურად წამიყვანა. ჯერ ოცდაათი წლის წინანდელი გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამახსენა, მერე კი, ოცი წლის წინანდელი ისტორია, რომელიც იუბილარს ყოფილი იმპერიის დედაქალაქში, ერთ-ერთ ინსტიტუტში გადახდა თავს და რომლის გარე მონაწილეც უნებლიეთ შევიქენი. მაშინ ამ ინსტიტუტის ასპირანტურაში ვსწავლობდი, უფრო ზუსტად კი, - ყველა გამოცდა უკვე მქონდა ჩაბარებულ-მოთავებული და ნაშრომის შექმნაზე ვიხარჯებოდი. მეცნიერ-ხელმძღვანელთან შეხვედრები სამშაბათობითა და ხუთშაბათობით მქონდა. ეს შეხვედრები დილის თერთმეტ, ზოგჯერ კი - თორმეტ საათზე იმართებოდა. იმ დღეს თერთმეტზე ვყავდი დაბარებული. მივედი, კარზე მივუკაკუნე და ხმა რომ არ შემომესმა, სახელური გამოვქაჩე. დაკეტილი იყო. მივხვდი, იგვიანებდა. დერეფანს გამოვყევი და ლიფტების წინ მოწყობილ დიდ მოსაცდელში გამოვედი. მსგავსი მოსაცდელი შენობის ყველა სართულზე იყო, თუმცა ეს სხვებისგან თავისი კომფორტულობით გამოირჩეოდა. ლიფტების მოპირდაპირე მხარეს ადგილობრივი წარმოების სტანდარტული სამეული იდგა, აქეთ-იქით ვერცხლისფერი, მაღალფეხიანი საფერფლეებით. მოსაცდელის სამხრეთ-აღმოსავლეთი მხარე მრავალფანჯრიანი, ალუმინის ჩარჩოიანი შუშაბანდით იყო შემინული. ფანჯრების ქვემოთ დეკორირებული ფანერით შეფუთული გათბობის ბატარეები იყო დამონტაჟებული; მათ წინ კი განსხვავებული ფერისა და სიდიდის ქოთნები ელაგა სხვადასხვა ჯიშისა და სიმაღლის ოთახის ყვავილებით. კომფორტულ განწყობას, ავეჯთან ერთად, ფართოფოთლოვანი, დიდი ზომის ოთახის ყვავილები ქმნიდნენ. ამ სართულის დეპარტამენტების ერთ ან ორ თანამშრომელს ყოველთვის ნახავდით აქ, ზოგჯერ მეტსაც. უფრო შუადღისკენ ან ცოტა უფრო გვიან. გამოდიოდნენ, ეწეოდნენ, საუბრობდნენ ან უბრალოდ ისვენებდნენ და ფიქრს ეძლეოდნენ. არ ციოდა, თუ არ ჩავთვლით შენობის შიგა კიბიდან სართულზე შემომავალ ჰაერის ცივ ნაკადს, რომლის მიზეზიც მოშლილი, სანახევროდ ღია კარი იყო. შენობას სამი ლიფტი ემსახურებოდა: ორი დიდი, სარკეებიანი და კარგად განათებული, მესამე კი - პატარა, ოთხკაციანი და ნახევრადჩაბნელებული. როცა შეფი არ იყო, ყოველთვის აქ ვარჩევდი დალოდინებას. აქ გვერდს ვერავინ აგივლიდათ. ახლაც ასე მოვიქეცი, მოსაცდელში გამოვედი და პირველივე სავარძელში ჩავეშვი. ლიფტები ინტენსიურად მოძრაობდნენ - მათ სამსახურში თანამშრომლები ამოჰყავდათ, უკან კი - თითქმის არავინ. არც ისე დიდი დრო იქნებოდა გასული, როცა ერთ-ერთი დიდი ლიფტის კარები გაიღო და იქიდან ჩვენი ამბის ზემოხსენებული იუბილარი-გმირი გამოვიდა. გამიკვირდა მისი დანახვა და გამიხარდა კიდეც. მაშინ იგი ავტონომიური რესპუბლიკის ახალგაზრდა მინისტრი იყო, აქ, ამ კვლევით ინსტიტუტში მის ხილვას არ მოველოდი. მასთან ახლო ურთიერთობა არასდროს მქონია, თუმცა რომ დავინახე, გამიხარდა, როგორც უხარიათ ხოლმე ადამიანებს ალალბედზე გადაყრილი ვინმე ნაცნობის ხილვა, მით უფრო უცხო ქვეყანაში. მისი რეაქცია უფრო თავშეკავებული იყო. დანახვისთანავე წამოვდექი, გავუღიმე და მისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი. ცოტაოდენი ღიმილი გამოიმეტა და ხელი გამომიწოდა. რუსული ზამთრისა და თავისი იმჟამინდელი თანამდებობის პირობაზე კარგად იყო შეფუთნილი. ძველი ყაიდის პროფესორივით ხელში ყავისფერი ჩანთა ეჭირა. მიკითხვა-მოკითხვის შემდეგ ჩემი აქ ყოფნით დაინტერესდა, მერე კი რატომღაც კითხვა-კითხვაზე დამაყარა. გამიკვირდა მისი ეს საქციელი, თუმცა მისი ცნობისმოყვარეობა სრულად დავაკმაყოფილე. ვუთხარი ასპირანტურაში რომ ვიყავი და ისიც ვამცნე, თუ ვინ იყო ჩემი მეცნიერ-ხელმძღვანელი. საუბრისას შევნიშნე - მე ისევ იმ ადგილას ვიდექი, საიდანაც ხელი პირველმა გავუწოდე, ის კი, მნიშვნელოვანი პირის გამომეტყველებითა და უკანალზე დაწყობილი ხელებით ჩემგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით ნახევარწრეზე დადიოდა და ამ გადმოსახედიდან მიწყობდა დაკითხვა-გამოკითხვას. მოულოდნელად წინ და უკან სიარულს თავი მიანება, ნაუცბათევად გამომემშვიდობა, სავარძელში ჩადებულ ჩანთას ხელი წაავლო და დერეფნისკენ ჩქარი ნაბიჯებით გაემართა. შეფის კაბინეტის საპირისპირო მხარეს გაუჩინარდა. მისი საქციელი უცნაურად მეჩვენა, თუმცა რას ვიზამდი. ან კი - რა იყო საქნელი. გაუჩინარდა თუ არა, საპირისპირო მხარეს მივტრიალდი და შუშაბანდისკენ წავედი. მიახლოებისთანავე ბატარეების სითბო ვიგრძენი. ორმაგი შუშის მქონე ფანჯრებიდან ქვემოთ გადავიხედე, - მეცხრე სართულიდან აგურით ნაშენი ხუთსართულიანი ხრუშჩოვკების აქა-იქ დათოვლილი, რუბეროიდიანი სახურავები მოსჩანდნენ. ლიფტის კარების გაღებისა და შეფის ხმა ერთდროულად შემომესმა - სახელით მომმართა და როცა მივტრიალდი - მომესალმა. თავის გადაქნევით მანიშნა - წავედითო. უკან გავყევი. შეფის კაბინეტს ოთახი უფრო ეთქმოდა. ჯერ მოპირდაპირე მხარეს, სექტორში შეიარა, რამდენიმე წუთით თანამშრომლებს გაესაუბრა, გამობრუნდა და თავისი ოთახის კარი გასაღებით გააღო. - Заходи - მითხრა კოლეგიალური განწყობით. შევედი თუ არა, მისი მაგიდის წინ ჩემთვის განკუთვნილი ტრადიციული ადგილი დავიჭირე და ნაწერების ამოლაგებას შევუდექი. კარადაში ლაბადა და ქუდი ჩამოჰკიდა, მერე ფანჯარასთან მივიდა, გამოაღო, სპეციალური სამაგრით ნახევრადშეღებულ მდგომარეობაში დააფიქსირა და მკითხა: - Ты, случайно, такого не знаешь”? - რატომღაც გავიფიქრე, - ალმასხარზე ხომ არ მეკითხება-მეთქი. - Кого, Юрий Иванич? - Дай бог, вспомнить, как его фамилия, - Орт... Орткл... - Ортклипанидзе что ли? - ვკითხე გაკვირვებულმა. - Вот-вот, как раз, он! - Знать та, не знаю, просто знаком с ним, - ვუთხარი, როგორც იყო. მაგიდასთან მოვიდა, სავარძელში ჩაეშვა და გააგრძელა: - Он к нам диссертацию принес,... в наш Ученый совет...!” პაუზა გააკეთა და დაინტერესებულის მზერა მომაპყრო. მივხვდი, - აინტერესებდა, რაიმე კავშირი ხომ არ მქონდა ამ საქმესთან, ან სულაც - ხომ არაფერი მსმენოდა ამის თაობაზე. ვუთხარი რაც იყო და როგორც იყო: ,,Я видел его до вашего прихода, у лифта. Мы поздоровались, немножко поговорили, но он по поводу своей диссертации ничего мне не говорил...” აი, თურმე, რატომ აიღო ჩემი დაკითხვის ინიციატივა თავზე, რატომ მაყრიდა კითხვას კითხვაზე. ალბათ, თავად რომ არაფერი მეკითხა მისთვის, რატომ შორი-შორ დადიოდა ნახევარწრეზე დიდკაცურად (განა მხოლოდ თანამდებობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე) და რატომ უეცრად მიმატოვა-გაუჩინარდა, როცა ვამცნე, თუ ვინ იყო ჩემი მეცნიერ-ხელმძღვანელი. ჩემმა ბოლო სიტყვებმა შეფი, ეტყობა, იმაში დაარწმუნა, რომ მის შესახებ მართლაც არაფერი ან ბევრი არაფერი ვიცოდი და განაგრძო: - Значит, ты его работу не читал? - Впервые об этом слышу, от вас! - თვალი გავუსწორე და მშვიდად მივუგე. - Знаешь, как у него диссертация начинается? - მკითხა ისევ და სახეზე ღიმილისმაგვარმა გადაურბინა. - Понятие не имею, - ვუთხარი მშვიდად, თუმცა მივხვდი, შთაბეჭდილების ქვეშ იმყოფებოდა და მისგან გათავისუფლება სურდა, თანაც რატომღაც ჩემთან. - На какой широте и долготе находится ваша Абхазия! - Аджария, Юрий Иванич,- ვუთხარი შეღიმებით. - Да, правильно, - Аджария, - დამეთანხმა გულწრფელად და გააგრძელა: - ты представляешь, докторская диссертация по экономике начинается с географией? გაოგნებული ვიყავი, არც კი ვიცოდი, რა მეთქვა. მაშინ რას წარმოვიდგენდი, უვიცი სტუდენტისა და მეცნიერების დოქტორის ნაშრომს ჩვენში ერთი ფასი რომ ჰქონდა. ახლა კი, შეფის ოთახ-კაბინეტში მყოფს, არც ის მინდოდა, პათოსში ავჰყოლოდი მას და როგორც იტყვიან, ,,ზემლიაკის” მდგომარეობა რითიმე დამემძიმებინა და არც ის, გამაქარწყლებელი მეთქვა რამე. ან კი რა ვიცოდი, რომ მეთქვა. უხერხული სიჩუმე ჩამოწვა. ჩემმა დუმილმა მგონი იმაში დააეჭვა, დისერტანტი ნამდვილად ჩემი ახლობელი ხომ არ იყო და რაიმეს ხომ არ ვუმალავდი. ვგრძნობდი, - შეფს ჩემი წყენინება არ სურდა, ვაითუ ახლობლობა მქონდა დისერტანტთან, მაგრამ იმასაც ვგრძნობდი, აინტერესებდა, - მე ხომ არ ვურჩიე ალმასხარს დისერტაციის მასთან მიტანა. მე შეფს არა უბრალოდ გონიერ, არამედ კეთილგონიერ ადამიანთა რიცხვს ვაკუთვნებდი. - Он наш министр экономики! - ვთქვი, ერთი მხრივ, ჩემსა და შეფს შორის ახლადწარმოქმნილი, გაუგებარი სიტუაციიდან გამოსვლის მაძიებელმა და, მეორე მხრივ, მეცნიერების მომავალი დოქტორის გადარჩენის მოსურნემ. - ,,Чегоо?!” - იკითხა შეფმა იმაზე მეტი გაკვირვებით, ვიდრე ასეთი ოდესმე მსმენოდა მისგან. – С ума сойти можно! знаешь, что он сказал пожилым членам ученого совета, когда те отказали ему в защите? - Юрий Иванич, вы для меня первоисточник в этом вопросе! - ვუთხარი დარწმუნებით. - Он сильно рассердился и сказал им примерно следующее: как они могут так говорить о работе, которую тот при свечах писал! Потом, один из присутствующих, напомнил ему, что не понаслышке знает этот край и что его называют солнечным. Чего это вы ждали наступления темноты? თავი ისე ჩავღუნე, თითქოს ეს ყველაფერი სულ ახლახანს მე გადამხდენოდეს, ვეღარაფერი ვთქვი. მალევე ვიგრძენი: ახლა ისევ იური ივანიჩი იყო უხერხულ მდგომარეობაში. ისევ ჩამოწვა სიჩუმე. ,,По сравнению с ним, ты просто академик,” - დაბალ ხმაზე, თავდაჯერებული ინტონაციით წარმოსთქვა მან. ვერ ვიტყვი, ამ ამბის გაუთქმელობის წინდაწინი საფასური იყო ეს შეფასება, თუ გაკრიტიკებული, მიწასთან გასწორებული თანამოძმის გამო ჩემთვის გადახდილი საზღაური. ან იქნებ არც ერთი და არც მეორე - იქნებ სულაც სხვა ვერაფერი მოიფიქრა მის მიერ უნებლიეთ შექმნილი სიტუაციიდან თავის დასაღწევად. თავს მოვერიე და ღიმილნარევი გამომეტყველებით ვუთხარი: - У меня нет такой цели, по крайней мере, сейчас! - Я знаю! მითხრა იგივე ინტონაციით და დააყოლა: Ну, ладно, как есть, так и есть! Перейдем к нашим делам! ჩვენი საუბარი ამით დასრულდა. იმ ზაფხულს, არდადეგებზე, საქართველოში ჩამოვედი. სხვებთან ერთად მშობლიური ინსტიტუტის მეგობრებიც მოვინახულე. რამდენიმე მათგანს ალმასხარის ისტორია ვუამბე. მათ ეს არ გაჰკვირვებიათ, მხოლოდ ის, მაინცდამაინც ჩემ შეფთან რომ აღმოჩნდა იგი. ამ კაცის ჩემეული ისტორია მათ ახალი ამბებით შემივსეს. მითხრეს: აქაური ორი აკადემიკოსის რეკომენდაცია-წერილი თან ჰქონდაო წამოღებული. მათგან ერთი არქეოლოგი იყო, მეორე კი - მათემატიკოსი. გაოცება ვერ დავმალე და ვთქვი: ორივე რეალური მეცნიერები არიან და რაში დასჭირდათ ეკონომიკის მომავალი დოქტორისთვის რეკომენდაციის გაწევა-მეთქი. ალბათ, ძალიან შეაწუხესო, - იყო მათი პასუხი. ისიც მითხრეს - თქვენს ინსტიტუტში განცდილი მარცხის შემდეგ სხვა ქალაქში წაიღო და იქ ,,დაიცვა” თავისი ვითომ ნაშრომიო. მოგონებებიდან მობრუნებულმა იუბილარისადმი მიძღვნილი წერილის წაუკითხავ ნაწილს გადავხედე. იგი ასე გრძელდებოდა: ,,პროფ. ალმასხარ ორთქლიფანიძის კალამს ეკუთვნის 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის მონოგრაფიული გამოკვლევები. განსაკუთრებით გამოსაყოფია მისი ორიგინალური ნაშრომები ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებში. იგი არის ნიუ-იორკის პოლიტიკურ მეცნიერებათა აკადემიის პირველი წევრი პოსტსაბჭოთა სივრციდან. საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემია გულწრფელად ულოცავს ბატონ ალმასხარს დაბადებიდან 50 წლისთავს, უსურვებს ძალიან დიდხანს შეენარჩუნებინოს გარეგნული თუ სულიერი, ინტელიგენტური მომხიბლველობა, რაც მასში მოჭარბებულად არის და რაც ესოდენ სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას.”
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ასეთი დასკვნა ყველა ავტორს გაუხარდება, ვინაიდან იგი ნაწერის ბოლომდე წაკითხვის შედეგადაა გაკეთებული. სწორედ თქვენეული აზრის, დასკვნის (ამ ტიპის) გამოსატანად შეიქმნა ეს მცირე ზომის ნაწერი. ვთვლი: ერთმა მკითხველმაც თუ გაუგო ავტორს, იგი ტყუილად არ გარჯილა.
მადლობა, არმენ.
ასეთი დასკვნა ყველა ავტორს გაუხარდება, ვინაიდან იგი ნაწერის ბოლომდე წაკითხვის შედეგადაა გაკეთებული. სწორედ თქვენეული აზრის, დასკვნის (ამ ტიპის) გამოსატანად შეიქმნა ეს მცირე ზომის ნაწერი. ვთვლი: ერთმა მკითხველმაც თუ გაუგო ავტორს, იგი ტყუილად არ გარჯილა.
მადლობა, არმენ.
5. მე მხოლოდ ერთს დავამატებდი: ,,რაც ესოდენ სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას", ასეთი ორთქლიფანიძეების დროული აორთქლებაა სკამებიდან და იმ საქმის კეთება, რაც უკეთ ეხერხება ამა თუ იმ ,,აკადემიკოსს". +5
მე მხოლოდ ერთს დავამატებდი: ,,რაც ესოდენ სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას", ასეთი ორთქლიფანიძეების დროული აორთქლებაა სკამებიდან და იმ საქმის კეთება, რაც უკეთ ეხერხება ამა თუ იმ ,,აკადემიკოსს". +5
4. მუხა,
რა კარგი ქენი, რომ მიპასუხე.
ჩემი ორხაზიანი კომენტარიდან აზრი ვერ გამოიტანე და სრულიად სხვა შინაარსის კომენტარი დადე.
ოთხგვერდიანს (მით უფრო მეტს) როგორ წაიკითხავ და წაღმა აზრს როგორ გამოიტან.
შემფასებელი არ ხარ, მუხა. ის ხარ რასაც (თუ ვისაც) ეს ნაწერი ეძღვნება.
მუხა,
რა კარგი ქენი, რომ მიპასუხე.
ჩემი ორხაზიანი კომენტარიდან აზრი ვერ გამოიტანე და სრულიად სხვა შინაარსის კომენტარი დადე.
ოთხგვერდიანს (მით უფრო მეტს) როგორ წაიკითხავ და წაღმა აზრს როგორ გამოიტან.
შემფასებელი არ ხარ, მუხა. ის ხარ რასაც (თუ ვისაც) ეს ნაწერი ეძღვნება.
3. ანანია ბროველი
კი, ის ვარ რაც დამირქმევია, სად ნახე პატარა, მით უფრო ბალახა მუხა, ალბად ( პროზა ტყემალი) მოგეჩვენა. ან რა შენი საქმეა რა დავირქვი და სად მიკრან.. ჯერ ზრდილობიანი უნდა იყვე და მერე ლიტერატორი! თუ გგონია არ გიცნობ -ცდები.
არ მომეწონა "ნაწყვეტი" . ჩემი სუბიექტური აზრი დავაფიქსირე, მერე რა ტოჟე მნე "კრუპსკაია"
ანანია ბროველი
კი, ის ვარ რაც დამირქმევია, სად ნახე პატარა, მით უფრო ბალახა მუხა, ალბად ( პროზა ტყემალი) მოგეჩვენა. ან რა შენი საქმეა რა დავირქვი და სად მიკრან.. ჯერ ზრდილობიანი უნდა იყვე და მერე ლიტერატორი! თუ გგონია არ გიცნობ -ცდები.
არ მომეწონა "ნაწყვეტი" . ჩემი სუბიექტური აზრი დავაფიქსირე, მერე რა ტოჟე მნე "კრუპსკაია"
2. მუხა,
თუ მართლა ის ხარ, რაც დაგირქმევია, პატარა ხეები, მით უფრო ბალახები (და კიდევ უფრო - რაღაც ნაწყვეტები), არაფრად მოგეჩვენება.
ისე, თავს გაუფრთხილდი, შეკვეთილისკენ არ გიკრან... მუხა,
თუ მართლა ის ხარ, რაც დაგირქმევია, პატარა ხეები, მით უფრო ბალახები (და კიდევ უფრო - რაღაც ნაწყვეტები), არაფრად მოგეჩვენება.
ისე, თავს გაუფრთხილდი, შეკვეთილისკენ არ გიკრან...
1. ჰო, ნაწყვეტია დიდი არაფერი. ჰო, ნაწყვეტია დიდი არაფერი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|