ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიგოზა
ჟანრი: პოეზია
19 იანვარი, 2009


ნონას (მეგობრული შარჟი.)

კარგია როცა უცხოს ფლობ ენას,
კარგია როცა ბევრი გაქვს ნატვრა,
ამერიკაში მთაწმინდა, ვერა,
მოგეჩვენება უშორეს ზღაპრად.

რა მოხდა მერე, არ იცის ,,ლილე",
რაა მერე, რომ არ იცის ,,შოთა",
სამაგიეროდ გიყიდის ბილეთს,
მორჩება შენი ოხვრა და შფოთვა!

გული?-რა ვუყოთ,რომ გაქვს ქართული
ან ხასიათში რას გემდურიან?!
ვერის აღმართზე გახსოვს ზაფხული?
როგორ გიყვარდა მაშინ ურია?!

ხომ არ მოგწყინდა,,ნაძალადევი"
ან გაგდებული ეგ შენი ბიჭი?
ამერიკაში ალბათ გახდები:
ან ,,მისის ნონა" ან ,,ნონა რიჩი!"

იქ გეყოლება ძაღლი ,,ბულდოგი",
სახსოვრად, წარსულ შენს მეგობარზე,
არა, თუ გინდა იყიდე ,,დოგი",
მოკლედ შენ იცი როგორ და რაზე...

ჩვენთან  თბილისში მღვრიეა მტკვარი,
ღამით კი შიში ხაფანგებს აგებს,
არც იქ არ მოდის მდინარე მტკნარი,
არც იქ აკლიათ დაჩაგვრა ზანგებს!

გესწავლა ნეტა შენ ესპანური,
ვინმე ,,ტორეროს" რქებზედ ასვამდი,
რისი ,,ხვანჭკარა", რა ,,ატენური",
მხოლოდ ,,შამპანი" კუჭში გასვლამდი...

მაგ უკანალის მოქნევის ფასი,
დაგიდგებოდა შენ ოქროს მთები...
ჩვენ კი თბილისში არა გვაქვს გაზი
და ქართველები გრძნობებით ვთბებით!

კარგი კი არის, რომ იცი სხვისი,
თანაც ქართული თან დაგაქვს დარდი,
საქმე ის არის, სხვა ჯიშის ბიჭი,
ალაპარაკო ქართულით, ნაღდით!

გულდაკოდილი,თვალზე ცრემლებით,
ქართულად ხვეწნით ეწოდეს ხახა,
შენ კი აბუჩად, მის უცხო ენით:
-,,იცით, არ მნებამს მე თქვენი ნახვა?!"

თუ უნდა რიყეს მოაწყდეს, ღამით...
თუ უნდა აღმართს შენი სახლისკენ...
ისე ,,ფირმაში", ქართველი ქალის
თავი და ბოლო თუ კი გაიგეს...

არა მგონია გაცდე ,,მთაწმინდას"
და ,,ფილინგები" დაყარო ანცი...
მოკლედ, ამ ქვეყნად შენ თუ აგიტანს?!
ალბათ ნაცადი ქართველი კაცი!

თბილისი.  1992 წელი.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები