 | ავტორი: ნიგოზა ჟანრი: იუმორისტული 22 იანვარი, 2009 |
საავადმყოფოში ვწევარ, თეთრ ხალათიანს ვეტრფი, თუ ამიტანა წერამ, კიდევაც ვწვდები მკერდში.
ზოგს თვალები აქვს დიდი, ზოგს ტუჩები აქვს მწველი, ზოგის წელზედ მაქვს რიდი, ზოგის მკერდზე ვარ მგელი.
ამ პერსონალის ხელში, ეს ავადმყოფი კაცი, სულ გავწყდი მოკლედ წელში, აღარ ვარგივარ, გავცვდი!
მაგრამ მტანჯველი სული, ექიმის იერს იღებს... ,,რაგაც არ მომწონს გული"-- კარდიოგრამას მიღებს...
ღამის მორიგე ექთანი ნემსით მაღვიძებს ხშირად, არ ვიცი უფრო რა მოსწონს... უკანაც მტკივა, წინაც...
ექიმი მირჩევს დიეტას, ექთანი ღამის ვარჯიშს, ,,თუ კიდევ მოსწევ სიგარეტს, იცოდე ღმერთი დაგსჯის!"
ასე ბეჯითად მაშინებს, მთელი კლინიკის დასი, მთვრალი ექიმი, რომ გეტყვის, აქვს მერე ამას ფასი?
მე საცოდავი ,,მანი ქაშს," რომ დავინახავ ვბერწდები, ექთანს ნემსიც კი ვერ შეჰყავს, სულ ჩამიცვივდა ფერდები...
რა აპარატი არ გინდათ, მე, რომ არ გამომეცადოს, ჩემი ექიმი დამპირდა: --,,ის" უნდა გამოგეცხადოს!
,,ის" ის არ არის, რაც თქვენში, ღიმილით იწვევს შეკითხვას, ოყნაა!-- გაგწმენდს ერთ დღეში, რაც წლობით მყარად შეგიკრავთ!
რომ შემახვედრეს ვიგრძენი, მთელი სხეული შელახა... ისეთი შემრცხვა, ვინატრე, სიცოცხლე აღარ მენახა!
რა ალერსით არ მაბრუეს, იერი, რომ არ მეცვალა, შარდი და სისხლი აგროვეს, სანამ არ გამომეცალა...
და ბოლოს მითხრეს, რაც ჰქვია, ჩემს ,,ავ სენს", თურმე, სახელი... ,,პიელონეფრიტ, ურიატ, კოლიტო-გასტრიტ, პანკერიტ."
მარილი ცოტა მქონია, შაქარი--მოკლავს უღელ ხარს, არ მიმხელენ და მგონია, აქ სადღაც ოქროს ბუდეც მაქვს?!
ჭამის წინ--ზეთი ქაცვისა, თან დააყოლეთ ,,მიტარბი", არ ვიცი ეხლა რა მჭირს და ,,მდუღარე კალას" ვიტანდი!
მოკლედ იმდენი მაწამეს, დავჯექ და ლექსი დავწერე, ისევ ის სენი მაწვალებს, თუმცა მაგათმა გამწერეს...
ჩემს სახლში მოვკვდე თუ გინდა, არ დამანახოთ ნემსები... კარგი ლამაზი სუფრა და ღვინის სასმისი შევსებით...
მაშინ მოვიდეს თუ გინდა, ,,ჯან-დაცვის" მთელი არმია, გულო პატრონიმც მოგიკვდა, თუ შედრკე ერთი წამია!!!
თბილისი. 2008 წელი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. შარდი და სისხლი აგროვეს, სანამ არ გამომეცალა... =)) შარდი და სისხლი აგროვეს, სანამ არ გამომეცალა... =))
15. :)) :)) :)) :)) :)) :))
14. :D :D :D saGOOOL :D :D :D :D :D :D saGOOOL :D :D :D
13. :D :D :D saGOOOL :D :D :D :D :D :D saGOOOL :D :D :D
12. :)) :)) :)) ბრავო,შეფ :)) :)) :)) :)) ბრავო,შეფ :))
11. ტანჯულა ნატა. 2009-01-23 11:07:53
ხო
:)) ტანჯულა ნატა. 2009-01-23 11:07:53
ხო
:))
10. ტანჯულა :)) ტანჯულა :))
9. :)) კარგი იყო :)) კარგი იყო
8. გულო პატრონიმც მოგიკვდა, თუ შედრკე ერთი წამია!!! 5 გამამხნევა. გულო პატრონიმც მოგიკვდა, თუ შედრკე ერთი წამია!!! 5 გამამხნევა.
7. აუ მადლობთ :D ესე მაგრად კაი ხანია აღარ მიცინია :) მსგავსები თუ გაქვს დადე რა კაცურად ;) გაიხარე ! აუ მადლობთ :D ესე მაგრად კაი ხანია აღარ მიცინია :) მსგავსები თუ გაქვს დადე რა კაცურად ;) გაიხარე !
5. რა პაცინეტი გამოჯანმრთელდეს,ეს სიყვარულიც ქრება:)
აქიმის მწარე გამოცდილებიდან:)
რა პაცინეტი გამოჯანმრთელდეს,ეს სიყვარულიც ქრება:)
აქიმის მწარე გამოცდილებიდან:)
4. მომეწონა!!! მომეწონა!!!
3. შარდი და სისხლი აგროვეს, სანამ არ გამომეცალა...
საღოლ =)) შარდი და სისხლი აგროვეს, სანამ არ გამომეცალა...
საღოლ =))
2. უდაოდ კარგიი10 უდაოდ კარგიი10
1. ზოგს თვალები აქვს დიდი, ზოგს ტუჩები აქვს მწველი, ზოგის წელზედ მაქვს რიდი, ზოგის მკერდზე ვარ მგელი.
ერთი კაი ,,ტანო ტატანო" რო წაგეკითხათ რომელიმესთვის:) ზოგს თვალები აქვს დიდი, ზოგს ტუჩები აქვს მწველი, ზოგის წელზედ მაქვს რიდი, ზოგის მკერდზე ვარ მგელი.
ერთი კაი ,,ტანო ტატანო" რო წაგეკითხათ რომელიმესთვის:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|