ფრთხილად იფრინე, იკაროს, ფრთები გაშალე, გაფრინდი, რომ შენმა სულმაც იხაროს, რომ გაარღვიო ცის კარი. მომყევი, ნუ ჩამომრჩები. ცაში ღმერთივით იფრინე, როცა ოცნებას მორჩები ცას შეატოვე არშია. თავისუფლება ცაშია, არც ხმელეთზე და არც წყალში და ჩემს ერთადერთ ნაშიერს გჩუქნი ფრთებს, მაგრამ მაშინაც, როცა ფრთები გაქვს, უფრთხილდი, თავისუფლება არ გყოფნის, უფრო მეტი გსურს, მეტს ეძებ და გტანჯავს სევდა არყოფნის... მზეს და წყალს არ მიეკარო. მხოლოდ ცის მცირე ნაწილი უნდა გეყოს და იკმარო. ფრთხოლად იფრინე იკაროს... იკაროს, შეჰკარ კამარა, თუმც მზეს უფრთხილდი მწველია, დარჩები ხელთა ამარა. არ გაითხარო სამარე... ფრთხილად იფრინე იკაროს, ზღვამ ფრთები არ დაგისველოს. გულს სევდა არ გაიკარო. თავისუფლება იქ არის, ცაშია თავისუფლება. ფრთები გაშალე, იკაროს, უკან დატოვე უკლებლივ ყველა დარდი და ნაღველი. ფრთხილად იფრინე, იკაროს, იკაროს, შეჰკარ კამარა, რომ შენმა სულმაც იხაროს, რომ გაარღვიო ცის კარი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|