ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარრურუა...
ჟანრი: პოეზია
6 ივლისი, 2017


მარინა თექთუმანიძეს

ჩვენ გვენატრება ჩვენი დედები,
მზე მაინც გვათბობს ამ ქვეყანაში,
თუმც გაგვიფრინდნენ თეთრი მტრედები,
მზეს ვეტრფით, როგორც თამარს თარაში.

ჩვენც გვენატრება სითბო დედათა,
ვწერთ ლექსებს... ვჰპოვებთ ნუგეშს ამაში,
უფლის წყალობით ერთურთს ვხედავთ და
მზეც დღემდე გვმოსავს ამ ქვეყანაში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები