 | ავტორი: ჯაფარა77 ჟანრი: პოეზია 28 ივლისი, 2017 |
ვახ, როგორც იქნა შევძელი და ვიყიდე ბარი, ბარი თქო, ვამბობ, თუმცა ბებო ნიჩაბს ეძახდა... დავიწყე თხრა და თანდათანობით ისე დავდაბლდი რომ ახლა მხოლოდ თვალები ვჩანვარ. მგონი კმარა და ამიტომაც შევუდექ მარხვას. ჯერ ამოვიდე.
ჰო, ამოვედი და ახლა ვიწყებ ზიდვას ორმოსთან... პირველი რასაც აქ შევინახავ იქნება განძი: ჩემი ქვეყნის ისტორია, ტრადიცია, რელიგია და მრწამსი. წყურვილი თავისუფლებისა და მეთოდი ტრაკის სუქებისა... სიამაყე და წარმოსახვა: -ყველაზე კარგი, -ს. მერე ზემოდან მივაყოლებ სინდისს-და ნამუსს, რომელიც ერთი ბეწვი თმაა, ვინ იცის საიდან აგლეჯილი, ან კიდევ გრძელი კაბა, ეკლესიის ჭიშკართან მინიზე გადაცმული. ან გულზე დაკიდებული ჯვარცმაა, ვინ იცის ვისგან გალოშნილი. ვფიქრობ რომ აქვე ჩავატიო აკადემიაც: - ხელში ფიალად დაჭერილი პატრიოტიზმი, ზე კაცობა და ქალის მანდილი, რომელიც წეღან ფეხებ ქვეშ ეგო, პატრონითურთ ან თუნდაც გარეშე. დედის ამაგის დაფასება, ხელის გულებზე შემწვარი კვერცხით, და კვერთხით, პაპათგან დანატოვარით.
ზემოდან ვფიქრობ რომ მოვაყარო სხვა განძეული. ლიბერალური, გენდერული და კიდევ ბევრი რაღაც-რასტების მოგინილი, ლამაზი თემა, რომელიც როგორც გავარკვიე ჩუმად ჩაგვიდეს... გამოგვირეცხეს გონება და ჩვენივე ხელით, კბილებს შორის ურცხვად გაგვიდეს... ხო აქვე გვეგდოს ეს ლაგამიც, გამოგვადგება.
ორმო ივსება, ამიტომაც შენიღბვის მერე, დროა ზემოდან მოვაფინო თანამედროვე აწ დარჩენილი საქართველოს ახალი რუკა, რომლის საზღვრებიც ამ ორმოსას ლამის ემთხვევა... მერე ზემოდან მე დავწვები, დარაჯის „პონტში“. და ბოლოს დამჭირდება ერთი ან ორი ვინმე ღვთისნიერი ვინც არ დამზარდება და მიწას მომაყრის...
სავარაუდოდ აწ სხვა ქვეყნის მიწაზე მდგომი, ჩემს მიერ წეღან შეძენილი ბარი-ნიჩაბით...
27. 07. 2017
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ძალიან მაგარია, ძალიან.
ძალიან მაგარია, ძალიან.
2. არ ვიცი რა ვთქვა, მგონი სჯობს ერთი სიტყვით გამოვხატო: საოცარია!!! ++ არ ვიცი რა ვთქვა, მგონი სჯობს ერთი სიტყვით გამოვხატო: საოცარია!!! ++
1. მძიმე ლექსია. ორმო ივსება, ამიტომაც შენიღბვის მერე, დროა ზემოდან მოვაფინო თანამედროვე აწ დარჩენილი საქართველოს ახალი რუკა, რომლის საზღვრებიც ამ ორმოსას ლამის ემთხვევა... მძიმე ლექსია. ორმო ივსება, ამიტომაც შენიღბვის მერე, დროა ზემოდან მოვაფინო თანამედროვე აწ დარჩენილი საქართველოს ახალი რუკა, რომლის საზღვრებიც ამ ორმოსას ლამის ემთხვევა...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|