 | ავტორი: ჯაფარა77 ჟანრი: პოეზია 2 აგვისტო, 2017 |
უნდა მეძინოს ამ დროს, ჩახუტებული ვინმეს, საბან გადახდილ ფეხზე ნიავი, -ამბორს მგვრიდეს. მაგრამ, გავმხდარვარ თურმე, შავი ფიქრების მონა, და გულს, -ოცნებით უძღებს ვაწრთობ, -ვითარცა ფოლადს. ვტირი და ცრემლი არ მდის, თვალებიდანვე შრება, მანძილს, მიწიდან ცამდის, ხელით შევიგრძნობ, ვხედავ- უიმედობის აჩრდილს, სიკვდილის გამჭოლ მზერას, თუმცა ვეცადე ბევრჯერ, ვერ გავექეცი, ვერა. როცა შუბლს ლულა ათბობს, პულსი ჩაგდებას ბედავს, სხვაზე ვერ ვფიქრობ მაგ დროს, მახსოვს შვილი და დედა... ჰოდაა, სიცოცხლეს ვბედავ! 22. 07. 2017
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ლულას რომ შუბლზე მიიდებ, გაიგებ. შუბლი უფრო ცივია მაგ დროს და ლულა გწვავს... მადლობა რომ სხვებისგან განსხვავებით წაიკითხეთ და შემეხმიანეთ მაინც ლულას რომ შუბლზე მიიდებ, გაიგებ. შუბლი უფრო ცივია მაგ დროს და ლულა გწვავს... მადლობა რომ სხვებისგან განსხვავებით წაიკითხეთ და შემეხმიანეთ მაინც
2. შუბლს ლულა როგორ გაათბობს ვერ მივხვდი. დანარჩენი მომეწონა. შუბლს ლულა როგორ გაათბობს ვერ მივხვდი. დანარჩენი მომეწონა.
1. რა კარგი ლექსია*_* ბრავო ძალიან მომეწონა❤❤ რა კარგი ლექსია*_* ბრავო ძალიან მომეწონა❤❤
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|