შენ არც კი იცი... არც კი იცი, როგორ მაკლიხარ და ჰაერივით შეუწყვეტად როგორ მჭირდები, ვიხსენებ ყოველ წუთსა და წამს, მაგრამ გატყუებ, რადგან არასდროს, სულ არასდროს, არ მავიწყდები. შენ არც კი იცი, როგორ მინდა ისევ მოვიდე და ძველებურად გახვეწნინო ათას რამეზე და ახლა ამ წამს, ამ მომენტში, ისიც მეყოფა გამიღიმო და სხვა დანარჩენს აღარ დავეძებ. შენ არც კი იცი და მემგონი, მე არც კი მითქვამს, როგორც ბევრი რამ, რაც საკუთარ გულში ჩავმარხე. მიყვარდი ისე, გეფიცები, დღემდე მიყვარხარ, რომ ღმერთი, ჩემო, შენს თვალებში ამოვიკითხე. შენი თითების სითბო ისე მჭირდება ახლა, რომ არ გავგიჟდე, შევიშალო მარტის ქარივით და ყოველ ფეთქვას, გულისცემას, საკუთარ თავის ვუსმენ და ვფიქრობ ვერ გავუძლებ ამდენს და მაინც... შენ არც კი იცი, არც გადარდებს რა ხდება ჩემთან ან იქნებ დარდობ და მიხსენებ დროგამოშვებით, გაგახსენდება, თუ მიხსენებ, გაგახსენდება, წვიმაში იმ დღეს ერთმანეთზე როგორ ვზრუნადით. დრო ისე გადის ყოველი დღე არის სულერთი, მხოლოდ დრო გადის დანარჩენი აღარ იცვლება, მე ყოველ დილას შენზე ფიქრით ვხვდები განთიადს და საღამოსაც შენს ფიქრებში მიმეძინება. შენ არც კი იცი, არც მე ვიცი როდის წახვედი ან რანაირად მოვახერხე შენი გაშვება. თუკი არსებობს გადარჩენა მცირედით მაინც, მოდი ჩემთან და შენ იყავი ეს გადარჩენა.
"არც მე ვიცი როდის წახვედი ან რანაირად მოვახერხე შენი გაშვება. თუკი არსებობს გადარჩენა მცირედით მაინც, მოდი ჩემთან და შენ იყავი ეს გადარჩენა." ----- ეს მომეწონა. +++
მუსიკის ფონზე მოთხრობასავით წავიკითხე.
"არც მე ვიცი როდის წახვედი ან რანაირად მოვახერხე შენი გაშვება. თუკი არსებობს გადარჩენა მცირედით მაინც, მოდი ჩემთან და შენ იყავი ეს გადარჩენა." ----- ეს მომეწონა. +++
"მიყვარდი ისე, გეფიცები, დღემდე მიყვარხარ, რომ ღმერთი, ჩემო, შენს თვალებში ამოვიკითხე."ძალიან მომეწონა...გამათბო,აი როგორი იყო იცი?!აი როცა მოსვენება დაკარგული ხარ და უეცრად სიმყუდროვეს რომ იგრძნობ,ზამთრის სიცივეში ბუხართან 'მიხოხებულ" კრესლოში რომ მოკალათდები და ღუნღულა პლედში გახვეული წაუკითხავ "შენს ადამიანს"...
"მიყვარდი ისე, გეფიცები, დღემდე მიყვარხარ, რომ ღმერთი, ჩემო, შენს თვალებში ამოვიკითხე."ძალიან მომეწონა...გამათბო,აი როგორი იყო იცი?!აი როცა მოსვენება დაკარგული ხარ და უეცრად სიმყუდროვეს რომ იგრძნობ,ზამთრის სიცივეში ბუხართან `მიხოხებულ" კრესლოში რომ მოკალათდები და ღუნღულა პლედში გახვეული წაუკითხავ "შენს ადამიანს"...
ეტყობა დღეს კეთილშბილებამ გადამძალა ან ცამეტის სიყვარულმა და იმის მიუხედავად, რომ ნაწერი დიდად არ მომეწონა, მისმა გულწრფელობამ მაიძულა დადებითად შემეფასებინა. უფრო სწორედ, შეყვარებული ადამიანის გულწრფელობამ :) რაღაც განსაკუთრებული ლიტერატურული ხერხებისგან ცარიელია და ეს ცუდია, ცარიელი გრძნობები არაა პოეზია, ჩემი აზრით, ცხადია.