ვერტიკალურად ვეღარ ვიგუე ვერც ის ქალური მკვეთრი ნუგეში - ორი მტევანი და ჩემს სიცოცხლეს ვერტიკალურად ალბათ შენს გამო მომიტევებენ. მოაქვს შენამდე ტანი ამ ღამეს, ატანს შორ ქარებს ტანის ნამსხვრევებს და ყველა იმ კადრს, ჩემში ამჟღავნებს, რაც შენთან ერთად დაიმახსოვრა. იმედს - ამ სულის უცვლელ ზეინკალს, შემოაქვს ფიქრი შენი ქოლგის ქვეშ. ღამე ბოლოჯერ შენთან მომიშვებს ანუ ასე ვთქვათ - გარეთ მზე იკლებს. დგება წასვლის დრო, ვეძებ „შარას“ შინ ჩამოეფარა ღამე ფირნიშებს და ამ ფიქრებით ღამე ვერ მიშვებს მალაგებს ლექსებს - ამ ბასრ შალაშინს სულზე წამოზრდილ შენს კადრებს ათლის ანუ ქარს ატანს ტანის ნამსხვრევებს... ვეღარ დავიწყე დღეების ათვლა უშენობა ვერ დავიმახსოვრე მიდგას სხეული ისევ კრიჭაში ჰგავს ეს პროცესი უფრო კორიდას და არჩევანი რჩება ორიდან : ან შენთან ერთად ანდაც მიწა შენ მომაყარდე და მერე გარედან სიზმრებით შევძლო იქნებ კავშირი. მორჩები მერე სუნთქვას - ამ შირმას მორჩება მერე - გრძედი, განედი სიტყვების მთელი კორიანტელი და შენი სულიც მერე ანტენებს მომართავს ჩემსკენ... ორი მტევანიც დარჩება მხოლოდ მკვეთრი საბაბი რომ უშენობის თხელი საბანი სულზე მეფინა. მომიტევებენ რადგან სიცოცხლე ვერტიკალურად არის სურვილი მაინც ღმერთამდე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|