ყოველთვის როცა, ინვალიდის ეტლში მოთავსებულ შენობებს ვუყურებ, (დავრდომილებს, რომ გაქცევა არ შეუძლიათ) ვხედავ ფანჯრებს, თუ როგორ იფარებენ თვალებზე ფარდებს შენი დანახვისას და სწორედ მაშინ, მახსენდება, კალიებივით ქუჩას შემოსეული საღამოები... მახსენდება, კანშემოცლილი ბოძის წინ, თვალსულდახუჭული, როგორ ითვლიდი ორმოცამდე და მერე, ზაფხულის დღესავით გადიდებული თვალის გუგებით მეძებდი ყველგან. ყოველთვის როცა, ტელეკრანებზე, ტანზე გამოყრილ, ისედაც ავადმყოფ და თან ტყავში გამოკეტილ სამყაროს ფილტვებს ვუყურებ (რომელსაც ჩვენ ბურთი დავარქვით) მახსენდება... წრეში მდგარი გოგონა, რომელიც ყველაზე მეტად გავდა მზეს და ჩვენ კი, პატარა-პატარა პლანეტები, ისე ვბრუნავდით მის გარშემო, რომ მე თავი დედამიწა მეგონა და ვხედავდი, მეტეორს, რომელიც გამალებით მოისწრაფოდა შენს სხეულთან შესახებად, თუმცა, შენც მზესავით არ იკარებდი, იმ ტყავში გამოკერილ ჩემს ფილტვებს, რომლითაც ბოლო ჟანგბადს გინახავდი იმ დღისთვის, როცა დედამიწაც შეწყვეტდა ბრუნვას და მინდოდა ასე მაინც მომეღწია შენამდე. ყოველთვის როცა, ადმაიანები ორმოცამდე ითვლიან და მერე, ერთად ბოლოჯერ ემშვიდობებიან სხეულის ამინისტია შეხებულ სულს, მე, ყოველთვის მახსნდება ის კანშემოცლილი ბოძი, რომლის დანახვაზე დღესაც, ფანჯრები ფარდებს იფარებენ თვალებზე და ყველაზე მეტად ამდენ სულიერ შორის, ჩემსავით,სწორედ ამ ბოძის შურთ, ყველაზე მეტად. მახსენდება... როგორ თვალსუდახუჭული ეყრდნობოდი ჩემი შურისგან დასმკდარ, დაშაშრულ კანიან ბოძს და მერე კი, ყველაზე ლამაზად ითვლიდი ორმოცამდე. და ახლა, ჩემი ბოლო სურვილია, კიდევ ერთხელ დაითვალო, მერე ზაფხულის დღესავით გადიდებული თვალის გუგებით შემომხედო და მიხვდე, რომ მეც დღეს, ბევრი ოცნების შემდეგ, მივხვდი რომ შენთან შეხება, მხოლოდ ქვად ქცეულს თუ შემიძლია. ჰოდა უსასრულობამდე გთხოვ, დახუჭო თვალები, შენი თხელი, თოვლივით ფაფუკი ხელებით დამეყრდნო და ბლოჯერ დაითვალო ორმოცამდე, თვალებგახელილმა კი ახედოს ცას და ფილტვების დახეთქვამდე, ხმამაღლა დაიყვირო „სტუკა, სტუკა“ რაც იმის ნიშანი იქნება, რომ დამინახე და ახლა შენი დამალვის დროა. ალბათ სწორედ ამიტომ, დღეს უკვე ფანჯრებს, თვალებზე ფარდები აღარ აქვთ აფარებული და ისინიც მთელი ცასავით, ღია თვალებით, მხოლოდ შენ, მხოლოდ შენ გეძებენ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ვერლიბზე არ ვგიჟდები, ეს ის შემთხვევა მომეწონა. ვერლიბზე არ ვგიჟდები, ეს ის შემთხვევა მომეწონა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|