ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ახლა ამ გზაზე მიწა, რომ გასკდეს და შიგნით ჩავვარდე, დანიშნულების ადგილას მაინც მივალ. თითებითაც, რომ მომიწიოს გვირაბის გათხრა. რამეთუ ასე მკარნახობს ადამიანური კანონი, ჩამომძახის და მავალდებულებს, რომ თუკი საჭრო დროს არ ავღმოვჩნდები საჭირო ადგილას, მიწის მარადიული შვილი გავხდები და მისივე ჭამა მომიწევს, რადგან ყოფა გამიადვილდეს სიკვდილის შემდეგ. ამიტომ ჩემო მეგობარო, გემუდარები ნუღარ მომაცდენ. ჩემო დაო და ძმაო, ოჯახო ჩემო ნუღარ მომაცდენ - რამეთუ უშორესი გზა მაქვს გასავლელი, მთებზე უფრო მაღალი და ზღვებზე უფრო ღრმა. ცხოველების ენა უნდა ვისწავლო და ტყე გავიარო, სწორედ იქ გავიგონებ ხმას როგორ აღავლენს ლოცვას გრძელწვერიანი ბოზების დედის მტყვნელი და მეც მისი სიტყვების ანგელოზებს მივყვები, მათი სიწმინდე მიმაცილებს ადგილამდე და დავდგები მათ გვერდით, ვინც უნდა იხსნან საკუთარი მხსნელისაგან. დავდგები და მათთან ერთად მეც ღმერთს შემწირავენ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. " ვინც უნდა იხსნან საკუთარი მხსნელისაგან."- ჰო, ჰო.
ბოლოდან მეშვიდე სტრიქონში ავტორის ხელწერა (სტილი) დადასტურდა :)
" ვინც უნდა იხსნან საკუთარი მხსნელისაგან."- ჰო, ჰო.
ბოლოდან მეშვიდე სტრიქონში ავტორის ხელწერა (სტილი) დადასტურდა :)
1. წარმატებები! წარმატებები!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|