ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
24 იანვარი, 2009


ძე შეცდომილი

თვალს მარიდებენ ქუჩები,
ნისლივით ქრება მანძილი,
ძე შეცდომილი ვბრუნდები
უიმედო და დაღლილი.

წარსული მტანჯავს,მაწამებს,
ლოდივით მაწევს სირცხვილი,
დგას ეშმაკი და ხარხარებს,
დგას ეშმაკი და მიცინის.

დავყურებ ცოდვის უფსკრულებს,
თურმე რა გზებით მივლია,
ყურთან სიკვდილი ჩურჩულებს,
თვალთან არ ყოფნის ჭირხლია.

მშობელო კარი გამიღე,
ძაღლივით სადმე გავწვები,
ეს მე ვარ თვალს რომ გარიდებ,
ცრემლით სველი მაქვს ღაწვები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები