 | ავტორი: ნია მორი ჟანრი: პოეზია 24 იანვარი, 2009 |
ასე მგონია, ცხრაკლიტულით დამაქვს სურვილი, მორცხვი მიმოზის ფოთლებივით კრთება ხანდახან, ანათებს მთვარე - პირსავსე და ოქროცურვილი აწ უკვე მკვდარი სურვილების მძიმე ბალდახინს. ვერ გეუბნები... უთქმელობაც ხოა რთული და... (დრო ჯამბაზია - თავს უმანკო კრავად ასაღებს), გამოვიხსნიდი ბოლო სურვილს ცხრაკლიტულიდან, მაგრამ ამ ცხრიდან ვერ ვპოულობ ვერცერთ გასაღებს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|