 | ავტორი: ოთარ რურუა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 16 დეკემბერი, 2017 |
დედაშვილურ სიყვარულზე უფრო დიდი გრძნობა არ არსებობს დედამიწაზე, ისევე როგორც არ არსებობს დედის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილზე უფრო დიდი ტკივილი, შვილის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილის გარდა.
წერილი დედას
დედი, უფალთან ისე წახვედი, არ გაგყოლია არავის წყენა, ქვეყნად დატოვე კარგი სახელი, ჩემი სახით კი დატოვე რწმენა.
მჯერა, სიცოცხლე კიდევ გწყურია, მე კი ვარ ჩამქრალ კელაპტარივით, თუმც გული სევდით დანისლულია, ისევ ვლოცულობ დაღლილ ქალივით.
არ ვიცი საქმე როგორ წამივა, მელის თუ არა რწმენით მერმისი, ღმერთი თავისთან ვიდრე წამიყვანს, შვილს ენატრება გამზრდელი მისი.
ჩემს გულისნადებს კვლავაც გაგანდობ, თუ გადავლახე ბარიერები, არ დავიღლები დედი, არასდროს შენი ალბომის თვალიერებით.
შენ ხომ ქრისტესთან ისე წახვედი, რომ გულში წყენაც არ ჩაგრჩენია, ერს დაუტოვე კარგი სახელი, შენი საფლავი მხოლოდ ჩვენია.
ოთარ რურუა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. დიდი მადლობა გიორგი, არაუშავს... ძალიან მიყვარს ’’ანეული’’, ახალგაზრდებს თავის წარმოჩენის შანსს გვაძლევს, არ უნდა შეწყდეს მისი გამოცემა.
გაუმარჯოს ლიტერატურას, გაგვიმარჯოს კარგ ადამიანებს, უფალი ჩვენსკენ. დიდი მადლობა გიორგი, არაუშავს... ძალიან მიყვარს ’’ანეული’’, ახალგაზრდებს თავის წარმოჩენის შანსს გვაძლევს, არ უნდა შეწყდეს მისი გამოცემა.
გაუმარჯოს ლიტერატურას, გაგვიმარჯოს კარგ ადამიანებს, უფალი ჩვენსკენ.
4. დაუმკვიდროს უფალმა სასუფეველი!!!
საკმაოდ გრძნობადი ლექსია. მოგიკითხავ, ოთარ და აქვე იმასაც გეტყვი, რომ ცუდია შენი გაცნობა, რომ ვერ მომიხერხდა. "ანეულის" ზაფხულის პრეზენტაციიდან მახსოვხარ. დაუმკვიდროს უფალმა სასუფეველი!!!
საკმაოდ გრძნობადი ლექსია. მოგიკითხავ, ოთარ და აქვე იმასაც გეტყვი, რომ ცუდია შენი გაცნობა, რომ ვერ მომიხერხდა. "ანეულის" ზაფხულის პრეზენტაციიდან მახსოვხარ.
3. დიდი მადლობა ორთავეს, გაიხარეთ... დიდი მადლობა ორთავეს, გაიხარეთ...
2. კარგი შვილი ყავხარ დედას. კარგი შვილი ყავხარ დედას.
1. უფალმა დაუმკვიდროს საუკუნო სასუფეველი დედათქვენს.
უფალმა დაუმკვიდროს საუკუნო სასუფეველი დედათქვენს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|