ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ადამიანი, მშიერი არსება.შიმშილი,რომელიც არასდროს წყდება.მუდმივი ლტოლვა სამყაროს შეცნობისკენ მიდრეკილი.არსებობს მიზანი და არსებობს გზა მიზნამდე,რომელიც ბევრად ცდება შედეგის სისრულეში მოყვანას.იდეა, რომელიც ხორცს ისხამს განხორციელების პროცესში.თუმცა,შიმშილი რაზეც მე მინდა ვისაუბრო,სულაც არ არის ჯანსაღი აზრის.ყველას გვიფიქრია შეცდომებზე,სხვადასხვა შემთხვევებზე,რომელსაც ჩვენ,ბავშვობისკენ,მოზარდობისკენ გვახედებს.ის რაც არ გვავიწყდება,მუდმივად ჩვენთან რჩება.სამწუხაროდ, ბავშვი ადამიანებში ყოველთვის იწვევს სიბრალულს და თუ ეს ბავშვი საკუთარი თავია,საქმე ბევრად რთულადაა.არაფერია იმაზე რთული, როდესაც თვალწინ გიდგას შენივე არსება,დაუცველი,მშიშარა და რაც მთავარია, თუ ამ საცოდაობას, ოჯახის საცოდაობა აწევს მხრებზე, ასმაგად რთულდება უკვე დიდი, ზრდასრული ადამიანის ცხოვრებისეული ყოფა.ყოველ ჯერზე,ასაკის მატებასთან ერთად, ჩვენ ვბრუნდებით წარსულში და ვერ ვინელებთ დაშვებულ შეცდომებს,რომელიც სხვადასხვა გარემოებებმა იკისრეს ჩვენზე.უსიყვარულობა წარმოშობს ბოროტებას,ბოროტება კი - სხვა არაფერია თუ არა მუდმივი შფოთი,წუხილი,არასათანადო ქცევა,კანონზომიერებიდან გადახვევა,რაც არ იწვევს კმაყოფილებას,პირიქით, აუტანელი ხდება ჭაობში ჩაფლულისთვის დამპალი მიწის სუნი.ვცხოვრობთ,მაშასადამე ვიბრძვით და ვიტანჯებით. რატომ ითხოვს ჩვენი გონება ამდენ ცვლილებას?ალბათ იმიტომ რომ ჩვენი დანიშნულებაც სწორედ ეს არის - განვითარება,სამყაროს შეცნობა და სიკვდილი.ვერც უმოქმედობაში ვხედავ ხსნას და ვერც მოქმედებაში.ზედმეტი ფიქრი, ტანჯვის შემცვლელია,ზედმეტი ჭკუა, შფოთის შემცველია,ეს გრძნობა კი ზოგჯერ სასიამოვნოც არის.ბედნიერებას ვითხოვთ უმეტესად და გვგონია სხვა არაფერი გვჭირდება.რეალურად,ყველაზე არასანდო გრძნობაა,ყველაზე მარტივი და ყველაზე ხანმოკლე.იმიტომ არა რომ სხვები გვიშლიან ხელს ან სხვა გარემოებები,არამედ ჩვენ აღარ გვჭირდება ის.როგორც წინათ ვთქვი, გზა მიზნამდე და არა თავად მიზანი.ტანჯვა კი ასე იოლად არ მიდის,იგი თუ წავა,უკან მოსაბრუნებელ გზას ყოველთვის იტოვებს და მოქმედების ძალასაც გაძლევს.გამოცდილება მხოლოდ მას აქვს,ფართო ხედვა მხოლოდ მას აქვს და ბევრად გვიხანგრძლივებს სიცოცხლეს,ვიდრე გვგონია,იმიტომ რომ ზოგჯერ მოწყალეცაა და გვანებებს თავს,თუმცა არ მიდის.ამიტომაც არის როცა ბედნიერებას ვუახლოვდებით,შიში გვიპყრობს, გვინდა მოვიდეს და მალეც წავიდეს.გვინდა მალე დამთავრდეს და ჩვენ ისევ ვიყოთ თავისუფალნი ჩვენს მიზნებში ტანჯვასთან ერთად. ხშირად გვიფიქრია როგორი ბავშვობა გამოიარა,როგორი ცხოვრება გამოიარა,რა თქმა უნდა კი არ გამოიარა,არამედ ისევ იქ დარჩა.ჩვენ ვეღარ შევიცვლებით და ყოველთვის ვიქნებით ბავშვები, დიდი მოთხოვნილებებით.ის,რასაც ბავშვი ოცნებით წარმოიდგენს,სულაც არ არის რეალური შანსი,ის ოცნებობს გამოუცდელობით,ცხოვრების აბსოლუტური არცოდნით.ამიტომ ხდება რომ ჩვენ ვაგრძელებთ სიზმარში ცხოვრებას და მუდმივად ვეძებთ რაღაცას,იმიტომ რომ ვიცით რეალობა და ვეჩხირებით სიზმარსა და რეალობას შორის.გვიჭირს მხარის არჩევა,გვეშინია არ დავკარგოთ ის ბავშვი,მაინც გვიყვარს,მაინც ჩვენია,ეს სურვილები ჩვენია,მას ახლავს.ვაგრძელებთ მოგზაურობას ადამიანის სულში, გულში,ხელებში,თვალებში და ეს არის მთელი ჩვენი ცხოვრების ფილოსოფია. საინტერესოა თუ რატომ ხდება ამ პრობლემის სექსუალური კუთხით გამოხატვა, ეს ის თემაა, რაზეც ბევრი შეგვიძლია ვილაპარაკოთ,იმიტომ რომ ამ კუთხით მეტია საზოგადოების ინტერესი.სოციალური ქსელები და კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებები ვითარდება სქესობრივი დაინტერესების ხარჯზე.ისინი არსებობენ იმისთვის რომ კონტაქტები წარმოშვან,ლტოლვა წარმოშვან,სიახლოვე და ჟინი,რომელიც პირდაპირ კავშირშია ეროტიკასთან.ტელევიზიები,რომლებმაც საზოგადოებრივი ნაკლოვანებების შევსება პორნოგრაფიით სცადა.პოპულარიზაცია სექსის, ფულისა და ნარკოტიკის.სურვილები,კონკურენცია და ამბიცია,ინდივიდუალიზმის დამკვიდრების მთავარი კომპონენტებია.ინდივიდუალიზმი სხვა არაფერია თუ არა სრულფასოვნებისკენ ბრძოლის მცდელობა.მაგრამ ეს მხოლოდ მცდელობაა.ხშირად გვესმის სიტყვები განსხვავებული ადამიანი,მაგრამ ნაკლებად გვესმის გულწრფელი ადამიანი.რთულია იყო გულწრფელი და თანაც განსხვავებული.მთავარი არსი განსახვავებულობის,თუ რა თქმა უნდა აქვს არსი, არის სხვადასხვა ადამიანებისგან აღებული თვისებების საკუთარ თავზე მორგება.ეს შესაძლოა ჩვენი არჩევანი იყოს, ან არა.ყოველი ქმედება, რაც საკუთარ თავს გვაშორებს, არის ხელოვნურად გამოწვეული რეაქცია,უკუჩვენება მომხდარი ფაქტის აღკვეთის მიზნით.ჩვენ არ გვინდა საერთო გვქონდეს იმ სამყაროსთან, სადაც ვყოფილვართ,იძულებით გვიცხოვრია და შეცვლის საშუალება არ გვქონია.ახლა კი,მიმოიფანტა ის გარემოებები, რომლებიც ავსებდა იმ სივრცეს და ჩვენ მოგვეცა საშუალება სასურველი პიროვნება შეგვექმნა თავისგან.შინაგანი კულტურა თუ გვაძლევს იმის შესაძლებლობას რომ ის დადებითად განვითარდეს,მაშინ ყველაფერი ნორმის ფარგლებში დგება,თუ არ გავითვალისწინებთ პერიოდულ ემოციურ ჩართვებს როდესაც კონტროლი იკარგება,თუ მცირედი გაუთვალისწინებელი წინაღობა შეგხვდა.ჩვენ აღარ გვინდა ბრძოლა, გადავეჩვიეთ ბრძოლას და გვინდა მუდმივად სიმშვიდე,რომელიც სამწუხაროდ, ყოველთვის არ გვაქვს.ამ დროს შეგვიძლია ყველაფერი ყირაზე დავაყენოთ რომ ვიგრძნოთ შვება.ჩვენ მცირედსაც კი ვეღარ ვუძლებთ. არსებობს აბსურდიზმის ფილოსოფიური ხედვა,რომელიც უარყობს ყველაფერს,რომ მოკვდავთა ცხოვრება არის უმიზნო, უაზრო,უშინაარსო ყოფა, რომელიც მთავრდება სიკვდილით.ერთადერთი გზა, მიეცა ადამიანს მნიშვნელობა ცხოვრებისთვის იყო რაიმე ტიპის მონდომება, ებრძოლა სიკვდილის წინააღმდეგ. თუმცა რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა, ისევე როგორც ცხოვრება უიმედო და უაზროა, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან ადამიანი მაინც მოკვდება. მაშასადამე, ადამიანის ცხოვრება არის დიდი აბსურდი, რომელიც ერთი შედეგით ბოლოვდება, და ეს შედეგი ნამდვილად არ არის მიზანი, არამედ არის გარდაუვალი ფაქტი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს სიცოცხლის უაზრობას. ამ გადმოსახედიდან ყველა განცდას ეკარგება აზრი.წარუმატებელ ბავშვობას,წარუმატებელ მოზარდობას და ზოგადად წარუმატებელ ცხოვრებას.ის, რაზეც ადამიანი ვერ იტყვის უარს,ინსტინქტია.მშობლის ინსტინქტი,რომელიც ჩვეულებრივი იმედითა და მოლოდინით ავსებს მას.უბრუნებს დროებით სიხარულს.თუმცა, ბავშვებიც ადამიანები არიან და ისინიც ქმნიან თავის სამყაროს,მათ აღარ ჭირდებათ ჩვენი მფარველობა,უფრო სწორედ, ჩვენ აღარ გვაქვს საშუალება მათ სიცოცხლეს ამოვეფაროთ.ისევ განზე გადგომა და ისევ მარტოობა.ამ ყველაფერს ვიაზრებთ კარგად, მაგრამ ვერ ვახერხებთ ამ აზრით ცხოვრებას.ზოგი ახერხებს.ზოგისთვის მიზანი არაფერია,ზოგი კი პირიქით, დროს ბოლომდე თავის სასარგებლოდ აბრუნებს,მაგრამ ვერ ზრდის,პირიქით ამოკლებს.ქმედებაში იხარჯება დრო,ჩქარადაც მიდის.ალბათ ყველაზე შესაფერისი ვარიანტი ტანჯვაა,რადგან ტანჯვაში იწელება დრო,იმდენად რომ ცხოვრება გბეზრდება და სუიციდისკენ მიდრეკილი ხდები.ის ვინც დროს ფიქრში ატარებს და არა გართობაში,დროს ყოველთვის კარგად შეიცნობს.მისთვის უსასრულობაა ერთ წუთში თავმოყრილი უამრავი აზრი.მხოლოდ აზრს შესწევს ძალა, ებრძოლოს დროს,რადგან ქმედება დროის ხარჯვაა,ჩვენ დროში ვიწვით.ის,ვინც ამას იაზრებს, შეუძლია იყოს ინდეფერენტული,უბრალოდ ვერ იმეტებს თავს და სხვას ამისთვის.ყველაფერზე ხელის ჩაქნევა რამის გააზრებით კი არა,არამედ უფრო ცუდი ფაქტებით ხდება,რომელიც გვიბიძგებს ვიყოთ უიმედონი და უბედურები.ეს ბიძგები კი ისევ გვაცოცხლებს და ბრძოლას ვიწყებთ.ალბათ ჩემს ნაწერში ღმერთი არ არის,მაგრამ არ ნიშნავს რომ ჩემში ღმერთი ჩაქრა.ძალიან რთულ პერიოდში, ღმერთი იყო ხსნა,ახლაც ვიცი რომ ხსნა იქნება, მაგრამ მე ხომ ძალიან შორს ვარ ამისთვის.იქნებ იქ არის სიმშვიდე,რომელსაც რელიგიის გავლენა შეიძლება დაერქვას.რასაც ვკითხულობ, ყველგან საუბარია უკმარისობებზე,ნაკლოვანებებზე,შფოთზე და მუდმივად დროის უქონლობაზე.მე გამომიცდია მორწმუნე ადამიანის ფიქრები და გრძნობები.იქ ბევრად მშვიდია ყველაფერი,ვიდრე აქ.და თუ ჩვენ გვესაუბრებიან პრობლემების დაძლევის შესახებ,სულიერ საზრდოს კონკრეტულად რა სივრცეში ვნახავთ, ამას რა მნიშვნელობა აქვს,თუ ეს მოგვიტანს იმას, რაც კარგად გვაგრძნობინებს თავს.მთავარი ხომ შეგრძნებებია,რატომ უნდა დავგმო ღმერთი? მორწმუნე უფრო ბრმად უნდა აზროვნებდეს,მე კი ისევ ზედმეტს ვფიქრობ.ეს არ არის სულიერება,ეს ფსიქოლოგიაა,ეს მატერიალური მხარეა,რაც ადამიანის უპირატესობაა,რომელიც ისევ შორსაა რწმენასთან, რომელზეც ვსაუბრობთ.ღმერთი ისევ უკან მივწიეთ,ადამიანი წინ.ეგზისტენციალური ხედვა ხელს უშლის ქრისტიანულ აზროვნებას.მაგრამ მე მწამს, რომ მათშიც იყო ღმერთი,ვისაც არ სწამდა.ისინი ჯიუტად, სიკვდილის ბოლო წუთამდე არ უშვებდნენ აზრს,რომელიც ღმერთის წინაშე დააჩოქებდა მათ.მგონია რომ ამით ისინი ბოლომდე გამოცდას უწყობდნენ მას,რამეთუ ითხოვდნენ ნიშანს და რწმენას მისი არსებობის შესახებ.ჩვენ არ შეგვიძლია ავირჩიოთ რომელ პლანეტაზე ვიცხოვროთ,თუმცა მაინც ვცდილობთ გავიგოთ იქ რა არის.მაინც ვეძებთ,ვარკვევთ სიკვდილამდე, რაში მდგომარეობს სამყაროს არსებობის საიდუმლო.ასევე უძლურები ვართ იმ აზრის წინაშე, რომ რაღაც არსებობს, რაც სამყაროზე დამოკიდებულს გვხდის.ერთადერთი,რაც შეგვიძლია ვაკეთოთ ბუნების წინააღმდეგ,არის დაზიანება თუ შექმნა,მხოლოდ დედამიწის შიგნით, რამოდენიმე მეტრ სიმაღლეზე და სიგანეზე.ეს არის სივრცე, სადაც შეგვიძლია ვიყოთ ღმერთები.დედამიწა ერთი პატარა წერტილია უსასრულო სიბნელეში.სად არის ჩვენი ძალაუფლება?სად გვინდა ბატონობა?ვისზე?რაზე?მხოლოდ საკუთარ თავზე,რომელსაც სიცოცხლესაც კი ვერ ვუხანგრძლივებთ?დაღლილები და ტვინგამორეცხილები ვართ სხვადასხვა ინფორმაციით,რომელიც გვქმნის,გვანგრევს ან გვზრდის,თუმცა ძალიან დიდი სამყაროსთვის, ძალიან მცირე ეტაპზე.ალბათ, რაღაც რგოლის ნაწილი ვართ,ყველაფერი ხომ ბრუნვადია,განმეორებადია.სად ვართ ჩვენ და სად არის ის ძირითადი ნაწილი, რასაც უნდა შევუერთდეთ? რთულია ეს ყველაფერი,იმდენად რთული რომ შეუძლებელიც კი.ჩვენი გამთლიანება მხოლოდ მარადიულობას შეუძლია.ეს კი ის არის, რაც არ მინახავს და ჩემი რწმენა მის ირგლივ, სრულებით უძლურია.ბრძოლა,უძლურება,სიყვარული,იმედი,სიკვდილი.ეს არის ის რგოლი, რომლის შეერთება გარდაუვალია.მარადიულობის იდეას კი მხოლოდ სიყვარულის ნაწილი თუ გაამყარებს.თუმცა მე, ისევე როგორც ბედნიერების,ასევე არ მჯერა სიყვარულის.იმიტომ კი არა რომ არ გამომიცდია,უბრალოდ ამ გრძნობის სხვაგვარი ხედვა მაქვს და ეს სულაც არ არის ის, რასაც ასე ხმამაღლა და მაღალფარდოვნად გადმოვცემთ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. იდეაში, რაციონალურ ადამიანზე მაქვს საუბარი მაგრამ შემდეგ უამრავი რამ ვთქვი. ჩემი აზრით,თუ ამ ყველაფერს გაიაზრებ და გადახარშავ საკუთარ თავში,იქნები რაციონალური.მიყვარს ეს სიტყვა და ვფიქრობ რაციონალური აზროვნება კარგადაც გვეხმარება უფრო იოლად გავიაროთ ეს ცხოვრება:)) დიდი მადლობა მუხა,ძალიან გამახარეთ რომ წაიკითხეთ:) იდეაში, რაციონალურ ადამიანზე მაქვს საუბარი მაგრამ შემდეგ უამრავი რამ ვთქვი. ჩემი აზრით,თუ ამ ყველაფერს გაიაზრებ და გადახარშავ საკუთარ თავში,იქნები რაციონალური.მიყვარს ეს სიტყვა და ვფიქრობ რაციონალური აზროვნება კარგადაც გვეხმარება უფრო იოლად გავიაროთ ეს ცხოვრება:)) დიდი მადლობა მუხა,ძალიან გამახარეთ რომ წაიკითხეთ:)
14. საინტერესო ნაწერია, ახლა ამის განხილვას ვერშევუდგები,, მაგრამ გულწრფელად ვამბობ სათაური შეუსაბამოა ანუ, ჩემი აზრით რაციონალური ადამიანი. ადამიანზე "რაციონალური ადამიანი" ასე არ უმდა ითქმებოდეს, გადახედე, "რაციონალურის "ცნებას" საინტერესო ნაწერია, ახლა ამის განხილვას ვერშევუდგები,, მაგრამ გულწრფელად ვამბობ სათაური შეუსაბამოა ანუ, ჩემი აზრით რაციონალური ადამიანი. ადამიანზე "რაციონალური ადამიანი" ასე არ უმდა ითქმებოდეს, გადახედე, "რაციონალურის "ცნებას"
13. როგორ შემიყვარდა აქ შემოსვლაა:)))) დიდი მადლობა სერენა,აი არ ვიცი,ძალიან გახარებული ვარ როგორ შემიყვარდა აქ შემოსვლაა:)))) დიდი მადლობა სერენა,აი არ ვიცი,ძალიან გახარებული ვარ
12. ჩავიაუნთქე ეს ნაწერი და აღარ ამოვისუნთქე. ძალიან, მომეწონა, ავტორის აზროვნების ინდივიდუალური თანმიმდევრობაც ჩანს. კარგი იქნებოდა უფრო გამართული ფრაზებიც, თუმცა ალაგ-ალაგ არის კიდეც და ესეც თავისებურად ნამდვილს ხდის ნაწერს.
"ჩვენ მიზანის მიღწევა კიარა, მისკენ მიმავალი გზა გვჭირდება" - ეს ფრაზა ცოტა სხვანაირად გიწერია, მაგრამ მე ასე გადავალაგე, ძალიან მომწონს, თანაც მეტწილად გეთანხმები.
ძალიან საინტერესო მოაზროვნე ხარ )))
+5 დამსახურებული
ჩავიაუნთქე ეს ნაწერი და აღარ ამოვისუნთქე. ძალიან, მომეწონა, ავტორის აზროვნების ინდივიდუალური თანმიმდევრობაც ჩანს. კარგი იქნებოდა უფრო გამართული ფრაზებიც, თუმცა ალაგ-ალაგ არის კიდეც და ესეც თავისებურად ნამდვილს ხდის ნაწერს.
"ჩვენ მიზანის მიღწევა კიარა, მისკენ მიმავალი გზა გვჭირდება" - ეს ფრაზა ცოტა სხვანაირად გიწერია, მაგრამ მე ასე გადავალაგე, ძალიან მომწონს, თანაც მეტწილად გეთანხმები.
ძალიან საინტერესო მოაზროვნე ხარ )))
+5 დამსახურებული
11. მთავარია, ერთმანეთს არ ვურთულებდეთ ცხოვრებას ადამიანები:)) ყველაზე რთულია ეს,სინამდვილეში მთავარია, ერთმანეთს არ ვურთულებდეთ ცხოვრებას ადამიანები:)) ყველაზე რთულია ეს,სინამდვილეში
10. ართულებენ, ძალიან ართულებენ. ოოჰ, ღმერთმანი. ზოგჯერ გაგადიფუზურპლექსესდერევატებენ ართულებენ, ძალიან ართულებენ. ოოჰ, ღმერთმანი. ზოგჯერ გაგადიფუზურპლექსესდერევატებენ
9. თოლია,ნუ თუ ბ.ნ ოტიამ არ გითხრა ორიოდ სიტყვა პესიმიზმ-ოპტიმიზმზე? "პესიმიზმი და იოტიმიზმი კი არა,რეალურად იყურეთ წინ და უკან,მიწაზე დაიხედეთ თორემ კისერს მეიტეხავთ" :) თოლია,ნუ თუ ბ.ნ ოტიამ არ გითხრა ორიოდ სიტყვა პესიმიზმ-ოპტიმიზმზე? "პესიმიზმი და იოტიმიზმი კი არა,რეალურად იყურეთ წინ და უკან,მიწაზე დაიხედეთ თორემ კისერს მეიტეხავთ" :)
8. ჩემი აზრით,ოპტიმიზმი და პესიმიზმი გამოცდილებაა მაინც.ბავშვებს კი, არ ჭირდებათ ეს გრძნობები,ისინი რეალისტურად უყურებენ შანსებს,უნდათ ის, რისი მოპოვებაც სულაც არ არის რთული,იქამდე სანამ გაიზრდებიან,მერე დიდები ართულებენ ყველაფერს:) მადლობა :) ჩემი აზრით,ოპტიმიზმი და პესიმიზმი გამოცდილებაა მაინც.ბავშვებს კი, არ ჭირდებათ ეს გრძნობები,ისინი რეალისტურად უყურებენ შანსებს,უნდათ ის, რისი მოპოვებაც სულაც არ არის რთული,იქამდე სანამ გაიზრდებიან,მერე დიდები ართულებენ ყველაფერს:) მადლობა :)
7. რამდენიმე დღის წინ, თქვენს დღიურში ჩაწერილი ფრაზები წავიკითხე და ვიფიქრე, საინტერესოდ აზროვნებს ავტორი -მეთქი, საინტერესოდ და რთულად :)
ისიც გავიფიქრე, დადებს მალე რაიმეს - თქო :)
სხვათაშორის, მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ ბავშვები არც ოპტიმისტები არიან და არც პესიმისტები, ისინი რეალისტები არიან.
რამდენიმე დღის წინ, თქვენს დღიურში ჩაწერილი ფრაზები წავიკითხე და ვიფიქრე, საინტერესოდ აზროვნებს ავტორი -მეთქი, საინტერესოდ და რთულად :)
ისიც გავიფიქრე, დადებს მალე რაიმეს - თქო :)
სხვათაშორის, მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ ბავშვები არც ოპტიმისტები არიან და არც პესიმისტები, ისინი რეალისტები არიან.
6. ნეფერტარ,მეორე გაგვაცანით)))) ნეფერტარ,მეორე გაგვაცანით))))
5. გამეხარდა ახლა ამ კომენტარის წაკითხვა. კიდევ ერთი მართალი ადამიანი ვიპოვე. ესე იგი სამნი ვართ. სამი კაცი კი ბუდეა, ბუდეში კი სიმყუდროვეა და თბილა. :)
გამეხარდა ახლა ამ კომენტარის წაკითხვა. კიდევ ერთი მართალი ადამიანი ვიპოვე. ესე იგი სამნი ვართ. სამი კაცი კი ბუდეა, ბუდეში კი სიმყუდროვეა და თბილა. :)
4. მე ვცხოვრობ ყოფით სამყაროში,ჩვეულებრივად ვიცავ და ვდგავარ იქ სადაც სიმართლეა,სხვისი სიმართლე. ვერ ვცხოვრობ ისე,როგორც ვაზროვნებ.მაშინ ეს სულ სხვა ცხოვრება იქნებოდა.სულაც არ ვარ ინდეფერენტული,პირიქით.
მადლობა შეფასებისთვის,მეც ვფიქრობ რომ სიმართლისთვის ნამდვილად ღირს ცხოვრება:) მე ვცხოვრობ ყოფით სამყაროში,ჩვეულებრივად ვიცავ და ვდგავარ იქ სადაც სიმართლეა,სხვისი სიმართლე. ვერ ვცხოვრობ ისე,როგორც ვაზროვნებ.მაშინ ეს სულ სხვა ცხოვრება იქნებოდა.სულაც არ ვარ ინდეფერენტული,პირიქით.
მადლობა შეფასებისთვის,მეც ვფიქრობ რომ სიმართლისთვის ნამდვილად ღირს ცხოვრება:)
3. ამას წინათ მცხეთის სამთავროში ვიყავი სანთლები და მირონი შევიძინე დედაჩემის თხოვნით. არსად არ ამზადებენ ისეთ ნამდვილ თაფლის სანთელს, როგორსაც სამთავროში. საღამო იყო, მაგრამ ბნელოდა უკვე. მოუცხი მონაზონი დამხვდა სენაკში. ორმოცდაათი სანთელი ვთხოვე. ბღუჯა აიღო და დაიწყო თვლა. ზუსტად ორმოცდაათი სანთელი ამოუღია თურმე. გაიცინა და მითხრა, შენ რა მართალი ადამიანი ყოფილხარო... ასეთი ანდაზა გვაქვს ქართველებს "მიჰყე მიჰყე სიმართლესა, გამოგილევს სინათლესა -თქო," ვუთხარი. მიპასუხა, ნუ გეშინია ღმერთი დიდია და ის ხედავს რომ მართალი ხარო... ისე რაღაცნაირად მითხრა, ჯერ გულმა აღიქვა და მერე გონებამ მისი ნათქვამი...
სიმართლე გითხრათ საკმაოდ დიდ ხანს ვებრძოლე ჩემს თავს იმ მანკიერი თვისებების აღმოსაფხვრელად, რაზედაც აქაა საუბარო. წლები დამჭირდა მაგრამ მივაღწიე. რაც მაქვს იმას ვანაწილებ ხოლმე, არც ხარბი ვარ და არც შურიანი. ერთადერთი რის გამოც მუდამ შეკაზმული მყავს ცხენი, ესაა სიმართლე და სამართლიანობა. ეს კი ისეთი ფენომენია, რომელიც მაშინ მოსწონთ და ჭირდებათ, როცა თვითონ არიან მართლები, აი თუ სხვები არიან მართლები და თავად მტყუვნები, მაშინ ვერ იტანენ. =))
მაგრამ სიმართლე ისეთი "მედალია" რომელიც ორივე მხრიდან ერთნაირია და ე.წ. მეორე მხარე არ აქვს. ის ან არის, ან არ არის. ნახევარი სიმართლე უკვე ტყუილია.
ფილოსოფიური ნაწერია. ოღონდ დახვეწა და დალაგება ჭირდება. ფრაზებია არეული და გაუგებარს ხდის. ერთი ამოსუნთქვით და მიყრითაა დაწერილი. მკითხველზე ნაკლებად უფიქრია, მაგრამ საკუთარი სული კი გაუთავისუფლებია ავტორს. ეგეც საქმეა... :)
.
ამას წინათ მცხეთის სამთავროში ვიყავი სანთლები და მირონი შევიძინე დედაჩემის თხოვნით. არსად არ ამზადებენ ისეთ ნამდვილ თაფლის სანთელს, როგორსაც სამთავროში. საღამო იყო, მაგრამ ბნელოდა უკვე. მოუცხი მონაზონი დამხვდა სენაკში. ორმოცდაათი სანთელი ვთხოვე. ბღუჯა აიღო და დაიწყო თვლა. ზუსტად ორმოცდაათი სანთელი ამოუღია თურმე. გაიცინა და მითხრა, შენ რა მართალი ადამიანი ყოფილხარო... ასეთი ანდაზა გვაქვს ქართველებს "მიჰყე მიჰყე სიმართლესა, გამოგილევს სინათლესა -თქო," ვუთხარი. მიპასუხა, ნუ გეშინია ღმერთი დიდია და ის ხედავს რომ მართალი ხარო... ისე რაღაცნაირად მითხრა, ჯერ გულმა აღიქვა და მერე გონებამ მისი ნათქვამი...
სიმართლე გითხრათ საკმაოდ დიდ ხანს ვებრძოლე ჩემს თავს იმ მანკიერი თვისებების აღმოსაფხვრელად, რაზედაც აქაა საუბარო. წლები დამჭირდა მაგრამ მივაღწიე. რაც მაქვს იმას ვანაწილებ ხოლმე, არც ხარბი ვარ და არც შურიანი. ერთადერთი რის გამოც მუდამ შეკაზმული მყავს ცხენი, ესაა სიმართლე და სამართლიანობა. ეს კი ისეთი ფენომენია, რომელიც მაშინ მოსწონთ და ჭირდებათ, როცა თვითონ არიან მართლები, აი თუ სხვები არიან მართლები და თავად მტყუვნები, მაშინ ვერ იტანენ. =))
მაგრამ სიმართლე ისეთი "მედალია" რომელიც ორივე მხრიდან ერთნაირია და ე.წ. მეორე მხარე არ აქვს. ის ან არის, ან არ არის. ნახევარი სიმართლე უკვე ტყუილია.
ფილოსოფიური ნაწერია. ოღონდ დახვეწა და დალაგება ჭირდება. ფრაზებია არეული და გაუგებარს ხდის. ერთი ამოსუნთქვით და მიყრითაა დაწერილი. მკითხველზე ნაკლებად უფიქრია, მაგრამ საკუთარი სული კი გაუთავისუფლებია ავტორს. ეგეც საქმეა... :)
.
2. ვერაფერიც ვერ გავიგე :) ჩემი ბრალია ეს უეჭველი
ვერაფერიც ვერ გავიგე :) ჩემი ბრალია ეს უეჭველი
1. ,,სად არის ჩვენი ძალაუფლება?სად გვინდა ბატონობა?ვისზე?რაზე?მხოლოდ საკუთარ თავზე,რომელსაც სიცოცხლესაც კი ვერ ვუხანგრძლივებთ?..,,
ზუსტად აქ არის ჩვენი ყველა პრობლემის სათავე.. მუდმივად ძალაუფლების ძიებაში....რაღაც პრაგმატიზმში....მატერიალურის მოხვეჭის შეჯიბრში... საინტერესო იყო.ალბათ სამჯერ მაინც უნდა წაიკითხო და ყოველთვის სხვადასხვა ადგილებში იცნო საკუთარი თავი ამ ნაწერებში)) წარმატებები :) 5... ,,სად არის ჩვენი ძალაუფლება?სად გვინდა ბატონობა?ვისზე?რაზე?მხოლოდ საკუთარ თავზე,რომელსაც სიცოცხლესაც კი ვერ ვუხანგრძლივებთ?..,,
ზუსტად აქ არის ჩვენი ყველა პრობლემის სათავე.. მუდმივად ძალაუფლების ძიებაში....რაღაც პრაგმატიზმში....მატერიალურის მოხვეჭის შეჯიბრში... საინტერესო იყო.ალბათ სამჯერ მაინც უნდა წაიკითხო და ყოველთვის სხვადასხვა ადგილებში იცნო საკუთარი თავი ამ ნაწერებში)) წარმატებები :) 5...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|