ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
18 იანვარი, 2018


Emily Dickinson - The Sky is low — the Clouds are mean (1075)

ემილი დიკინსონი - დადაბლებულ ცის გაცრეცილ ფთილებს (1075)

დადაბლებულ ცის გაცრეცილ ფთილებს
ჩამოცდენილი ყარიბი ფიფქი
შეჭოჭმანდება, საით გაფრინდეს -
ნაურმალს მიღმა, თუ ბეღლის იქით.

მთელი დღე ქრის და ებუზღუნება
გამჭოლი ქარი გულცივ გარემოს,
ასეა, კაცთა მსგავსად ბუნებას
წავასწრებთ ზოგჯერ უდიადემოს.

18 იანვარი, 2018 წ.



Emily Dickinson - The Sky is low — the Clouds are mean (1075)

The Sky is low — the Clouds are mean.
A Travelling Flake of Snow
Across a Barn or through a Rut
Debates if it will go —

A Narrow Wind complains all Day
How some one treated him
Nature, like Us is sometimes caught
Without her Diadem.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები