ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
21 იანვარი, 2018


Emily Dickinson - There's been a Death, in the Opposite House (389)

ემილი დიკინსონი - ვიღაც გათავდა გადაღმა სახლში (389)

ვიღაც გათავდა გადაღმა სახლში,
დღეს გაასრულა წუთისოფელი,
ამას ვგრძნობ, როცა არ ისმის სასი,
რაც ამგვარ სახლებს ახლავს - ყოველთვის.

მილეთის ხალხის ზუზუნი ისმის,
გასინჯვას რჩება ექიმი, გადის,
გამოიღება უცებ თავისით
ბინის სარკმელი პარკივით ბარდის.

ვიღაცა გარეთ გაიტანს ნაალს,
ეზოს ბავშვების გუნდი აავსებს,
უკვირთ - ამაზე გარდაიცვალა?
მეც ბავშვობისას ვფიქრობდი ასე.

მედიდურ სახით შემოდის მღვდელი,
თითქოსდა ბინას იგი განაგებს
და პატრონია ჭირისუფლების,
ყველა პატარის - ამასთანავე.

მოდის მკერავი, მერე დრო მოვა
თავზარდამცემი ხელობის მუშის -
რათა აიღოს სასახლის ზომა
და ჩატარდება ბნელი აღლუმი -

ეტლებისა და ლენტთა სითალხის
და შეიგრძნობა ასაბიაზე
ცხადი ნიშნები რაღაც სიახლის,
რაც მცირე ქალაქს ახასიათებს.

21 იანვარი, 2018 წ.



Emily Dickinson - There's been a Death, in the Opposite House (389)

There's been a Death, in the Opposite House,
As lately as Today —
I know it, by the numb look
Such Houses have — alway —

The Neighbors rustle in and out —
The Doctor — drives away —
A Window opens like a Pod —
Abrupt — mechanically —

Somebody flings a Mattress out —
The Children hurry by —
They wonder if it died — on that —
I used to — when a Boy —

The Minister — goes stiffly in —
As if the House were His —
And He owned all the Mourners — now —
And little Boys — besides —

And then the Milliner — and the Man
Of the Appalling Trade —
To take the measure of the House —
There'll be that Dark Parade —

Of Tassels — and of Coaches — soon —
It's easy as a Sign —
The Intuition of the News —
In just a Country Town —

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები