ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
26 იანვარი, 2009


არხოტელ ქალწულს

ამ გზით ქისტები ამოდიოდნენ,
და რომ ვერ გრძნობდნენ შენს მზერას ქალო,
მარჯვენას საქმროს გამოატანდნენ
ერთხელ რომ მაინც შეგევლო თვალი
და საიდუმლოდ რჩებოდა კოშკებს
უცნობი ქისტის მოჭრილი მკლავი.

დღეს მეც დამჭერი იმავ თვალებით,
თუმცა არავარ ვფიცავ ურჯულო,
ბილიკს აჰყევი და ნაკვალევი
გულზე დამადე, როგორც ურდული.

ალბათ მარჯვენას მე არ მომკვეთენ,
არც ცხენის ძუას გამომაბამენ,
მაგრამ იცოდე არ ვარ მოკეთე,
ან მკლავი მომჭერ, ან დამაბრმავე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები