ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თორნიკეე
ჟანრი: პროზა
22 თებერვალი, 2018


ოლგა

კაროჩე რაღაცის დაწერას ვაპირებდი... ძალიან საინტერესოს და საფიქრალს, მაგრამ გადავიფიქრე..... ამიტომ დავწერ სხვა რამეს...

მოკლედ 1977-78 წლები იყო... ჯერ პატარა ვიყავი... ჰოდა სტარიკებს გეხსომებათ მიმოწერები, რომ გვქონდა ხოლმე საბჭოთა კავშირის მიმართულებით.. აირჩევდი რანდომ მისამართს (მთლად ესეც არ იყო... კონკრეტული მისამართების სია იყო, სადაც შენი ასაკის ბიჭი ან გოგო ცხოვრობდა) და იწყებდი ფოსტით იმასთან მიმოწერას...
ჰოდა მე შემხვდა ოლგა... მოგეხსენებათ, მაშინ ვოლგა ძალიან პრესტიჟული მანქანა იყო და მეც ვკითხე რაიმე საერთო თუ ქონდა ამ ჩემთვის საოცნებო ავტომობილთან, მანაც მიპასუხა, რომ არანაირი საერთო არ ქონდა და საპასუხო წერილში, რომელიც ერთი თვის მერე მივიღე თავისი სურათიც ჩააკრა...

ოლგა ჩემზე 2 წლით უფროსი იყო, ღია ფერის თმებით (რადემადაც შავ-თეთრ სურათში ეტყობოდა) და ლოყებზე ულამაზესი წინწკლებით...
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო მე და ოლგამ ერთმანეთს კარგად გავუგეთ და უამრავ თემაზე ვსაუბრობდით ხოლმე... 5-6 წინადადებიანი წერილები, 2-3 ფურცლიან წერილებად იქცა...
ოლგა ჩემი მესაიდუმლე იყო, მე მისი....
1985 წელს როდესაც 18 წელს მოსკოვის უნივერსიტეტში მოვეწყე( ჩემმა მშობლებმა რა აღარ იჩალიჩეს, რომ ეს საქმე გაეჩარხათ), ჰოდა გადავედი მოსკოვში საცხოვრებლად...
ოლგა პეტერბურგში ცხოვრობდა, ანუ ერთმანეთს 700-800კმ გვაშორებდა, რაც ნამდვიალდ არ იყო გასახარი სიახლე...
მოკლედ გადავწყვიტეთ მე და ოლგა საბოლოოდ შევხვედროდით ერთმანეთს..
რა აღარ გავაკეთე იმისთვის რომ უნივერსიტეტს გავყოლოდი სამეცნიერო კვლევაზე პეტერბურგში... გამოვიცვალე საგნები და რამოდენიმე ადამიანისთვის ფულის გადახდაც კი მომიწია...
მოკლედ ჩავაღწიე პეტერბურგში...
ულამაზესი ქალაქია პეტერბურგი... სუფთა და ნაზი... ყველა ლაღად დაიარებოდა... გოგოებიც უფრო თამამები იყვნენ თითქოს და თბილისელ/მოსკოველ ბიჭს გულდასმით მათვალიერებდნენ...
ოლგამ შეხვედრა რომელიღაც ბაღში დამინიშნა სახელი ზუსტად არ მახსოვს... ზუსტად 5 საათზე... მე 2ზე უკვე იქ ვიყავი და როგორც გამვლელებს ვკითხე დანიშნულების ადგილამდე სულ რაღაც 15-20 წუთI მაშორებდა... მეც გადავწყვიტე ცოტა გამესეირნა და დამეთვალიერებინა ქალაქი... ამ დროს შემთხვევით წავაწყდი პატარა რესტორან/კაფეს, რომელსაც დიდად ეწერა ხინკალი და ხაჭაპური რუსული ასოებით... სულაც არ მშიოდა მაგრამ გადავწყვიტე შევსულიყავი.. შევედი და მიუხედავად იმ წარწერებისა, რაც გარეთ ეწერა, მაინც მაგრად გამიკვირდა, როდესაც სასიამოვნო გარეგნობის გოგომ ქართულად მკითხა რას მიირთმევ ყმაწვილოვო... გავშრი ერთ ადგილას... მაშინ მივხვდი როგორ მომენატრა ჩემი პატარა და საყვარელი საქართველო... რატომღაც ავდექი და ჩავეხუტე ამ გოგოს და თვალებიდან ცრემლები წამომივიდა... გონს მალევე მოვეგე და ბოდიში მოვუხადე, გოგონამაც სახელად ელზამ ეს ყველაფერი არ შეიმჩნია და წყალი მომიტანა... როდესაც 1-2 ყლუპი მოვსვი მაშინღა მითხრა 10 წუთში ახალი ხაჭაპური იქნება და მე გეპატიჟებიო... მიხედავად დიდი უარებისა, ფული მაინც არ გადამახდევინეს... რესტორნის მეპატრონე ელზას მამა, პატივცემული ივანე გ. იყო...
როდესაც ივანესთან და ელზასთან საუბარს და ქართულ მოფერებას მოვრჩი უკვე 5-ის ნახევარი იყო, ზრდილობიანად დავემშვიდობე ორ ახალ შეძენილ მეგობარს და გავეშურე ჩემი ოლგასკენ...
1-2 ჭიქა დალეულს უფრო მომეძალა ვნებები ორგანიზმში... სხეული სითბოთი ამევსო და მარდი ნაბიჯებით მივაბიჯებდი იმ ადგილისკენ სადაც ჩემი ოცნების გოგო უნდა მენახა..,
ოლგას თეთრი წითელ კოპლებიანი კაბა ეცვა.. ულამაზესი იყო... თმის ფერი აქამდე თუ ღია ყავისფრად წარმომედგინა, აღმოჩნდა რომ ოქროსფერი იყო.. მისი ლოყების წინკლები კი მუქი ყავისფერი.. ის ნაზად მიყურებდა და ეღიმებოდა... ეტყობოდა როგორ მოელოდა ისიც ჩემს ნახვას, როდესაც მივუახლოვდი გაუნძრევლად იდგა და მიყურებდა... მე მის მარცხენა ხელს ჩემი მარჯვენა ხელი მოვკიდე ნაზად და პირიდან აღმომხდა სიტყვები ოლგა...
თქვენ არ იცით ეს სიტყვები რა ინტონაციით იყო ნათქვამი... ეს ოლგა ყველაფერს ამბობდა... ყველაზე ორიგინალურად სიყვარულის ახსნაზე მეტი იყო..
ოლგასთან ერთად ზუსტად 11 დღე გავატარე... მეთორმეტე დღეს, როდესაც დანიშნულების ადგილზე მივდიოდი იქ სხვა გოგო დამხვდა... მიხვდა, რომ მე ვიყავი (ალბათ ოლგამ უამბო) და არაფერი არ მაცალა და მკითხა... ტორნიკე ეტა ტი? -და ეტა ია, ია სკაზალ.. კი არადა მე ვუთხარი... ბოდიში ძაან გავიჭერი მოგონებებში.. მოკლედ ამ გოგომ გადმომცა, რომ ოლგა ცუდად იყო და ვერ მოახერხებდა უახლოეს დღეებში ჩემს ნახვას... მე სამ დღეში მოსკოვში დავბრუნდი და ოლგასთან მიმოწერას ვაგრძელებდი... ის უფრო ნაღვლიანი ჩანდა ამ მიმოწერებში... ბოლოს კი საერთდ აღარ მწერდა...
მე ეს ყველაფერი მაშინებდა.. ნუთუ რამე გავაფუჭე ურთიერთობაში და ვაწყენინე? ან იქნებ სხვა თავისებური ბიჭი ნახა და მე სულ დავავიწყდი?
ამ ამბის შემდეგ 5თვე და დღეები იყო გასული, როცა კიდევ ერთხელ მოვიცალე პეტერბურგში წასასვლელად... ოლგას შეხვედრა დავუნიშნე... უფრო სწორად ერთი კვირით ადრე მივწერე, რომ ჩვენს ადგილას მოსულიყო საღამოს 7 საათზე...
მოკლედ ჩავედი პეტერბურგში თუ აარა 4-ის ნახევრიდან იმ სკამზე ვიჯექი სადაც ოლგასთან შეხვედრას მოველოდი... 8-ის 10 წუთი იყო, როდესაც ისევ ის გოგონა გამოჩნდა, რომელმაც ოლგას ცუდად ყოფნა შემატყობინა...
გოგონამ არ იცოდა საიდან დაეწყო იმ ამბის მოყოლა, რომელიც აუცილებლად გულს მატკენდა... მოკლედ ოლგას ფილტვების ანთება დამართნია მაშინ და ვერ გაუძლო ამ დაავადებას და იმსხვერპლა..

თავზარი მქონდა დაცემული...... რამოდენიმე დღე დადებილებული დავდიოდი პეტერბურგის ქუჩებში... რომ არა ელზა, რომელიც შემთხვევით შემხვდა ქუჩაში არც კი ვიცი ეხლა ცოცხალი ვიქნებოდი თუ არა...

13.10.2016

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები