ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თორნიკეე
ჟანრი: პროზა
1 აპრილი, 2018


რეალური ისტორია

ისტორია აგებულია რეალურ ფაქტებზე, რომელიც სიზმარში ვნახე...

ჩემი გამოთვლებით 2028-32 წლებიდან რომელიღაცა წელი იყო...
გარეთ გამოვედი და რატომღაც ჩემსგან შორს მდებარე სუპერმარკეტში წავედი...
ფეხზე დახეული კეტები მეცვა, მაგრამ სულ არ მადარდებდა...
გზად ჩემი უბნელი შემხვდა, რომელიც დიდი ხანია არ მინახავს და რომ მოვიკითხეთ ერთმანეთი ჩემი მოპატიჟება დაიწყო... მეთქი საქმეს მოვრჩები და მერე მოვალ და წავედი სუპერმარკეტში...
უკან ვბრუნდები, მაგრამ ნაყიდი რატომღაც არაფერი არ მაქვს... (მაინც სიზმარია რა... მთლად ლოგიკაში არ ჯდება)
ეს უბნელი გოგო-ბიჭებთან გამეჩითა სასიამოვნოდ მოწყობილ მაგიდასთან ისხდნენ... ჩემს დაბლითა კორპუსის გვერდით... მოდი მოდი ეხლა დავსხედითო... მეთქი ჰო აი სახლში ავალ და... იასნა დაბრუნებას არ ვაპირებ...

ამოვცდი ამათ და ამ კორპუსის წინა მხარეს ვარ უკვე და დავინახე ჩემი მეგობარი, რომელიც დიდი ხანი იყო საზღვარგარეთ წასული...
მანქანას აპარკირებდა... დააპარკირა და გადმოვიდა... ვნახე მეუღლითურთ და ბავშვითურთ... ბავშვი უკვე ამის სიმაღლე იყო და სიმართლე გითხრათ ამ ბავშვის სავარაუდო წლოვანებით გამოვითვალე ის წლები, რომელიც დასაწყისში წერია...
რამოდენიმე საათი ვლაპარაკობდით უკვე ჩვენი კორპუსის ბოლოსკენ... დაღამდა და უკვე ბნელოდა...
ცაზე რაღაც ყვითელი დავინახე... უცბათ გაიელვა და გაქრა... არ შევიმჩნიე და ვაგრძელებთ საუბარს... რაღაც დროის მერე დავინახე ისევ ყვითელი მანათობელი ობიექტი რომელიც თავიდან მთვარე მეგონა... გავდა კიდეც... მაგრამ მერე სწრაფად დაიწყო მოძრაობა და უფრო და უფრო გადიდდა... თითქოს ეშვებოდა დედამიწისკენ... და ბოლოს კარგად დავინახეთ, რომ ეს რაღაც მფრინავი ობიექტი იყო... ძრავით და ა.შ... უეცრად გაჩერდა... იქიდან მეორე (ის ყვითელი) გამოჩნდა და უეცარი განათებები მათ შორის... ომობდნენ, როგორც მივხვდით... ხალხში პანიკა აიწია... ჩვენში რატომაც არა... ვდგავართ შუა ქუჩაზე და ვუყურებთ..

უეცრად სამხედროები გაჩნდნენ ყველგან და კორპუსებთან რაღაც დერეფნების შენება დაიწყეს... რამოდენიმე ხალხთან მივიდა და ინფორმაცია მიაწოდა და დააწყნარა... არავინ არ დაშავდებით თუ ყველაფერს ისე იზამთ როგორც ჩვენ ვიტყვითო...
სანამ დერეფნების მშენებლობას არ მორჩნენ სახლებში არავის უშვებდნენ და ირწუმნებოდნენ, რომ სახლში მყოფი ადამიანები უსაფრთხოდ იყვნენ და არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდათ... თითო-თითო ადამიანი შეყავდათ დერეფანში და მიყავდათ სახლში... ამას თითქმის ერთი საათი უნდებოდნენ...

ჩვენი კორპუსის ბოლოს, ორი "ჯარისკაცი" უცხოპლანეტელი იდგა და მითითებულ პერიმეტრს აკონტროლებდა...
ეს უცხოპლანეტელები ჭიანჭველებს გავდნენ... ან რაღაც მათნაირ არსებებს... ოთხ ფეხზე დადიოდნენ და ორიც ხელი ქონდათ ზევით...
სიმაღლით 5-6 მეტრისები ივყნენ...

ორივე მფრინავ ობიექტთან ახლოს ორი უზარმაზარი "რაღაც" დასრიალებდა თუ დაფრინავდა... იქნებოდნენ ესე ცხრასართულიანი კორპუსის სიმაღლისები...
რაღაც პონტში ჭიაყელებს გავდნენ... მაგრამ ჭიაყელებიც არ იყვნენ... ორ ფეხზე თუ საცეცზე აღმართულები ებრძოდნენ ერთმანეთს, მაგრამ გადაადგილებისას ჭიაყელებივით დასრიალებდნენ...

ჰო... დერეფნების მშენებლობას რამოდენიმე დღე დასჭირდა... დერეფნებს ვეძახი თორე... სინამდვილეში მთლიანი კორპუსების ხელა მეტალის სტრუქტურები ააშენეს კორპუსების დასაცავად...
ჩემი რიგი ახლოვდებოდა სახლში წასასვლელად... და ერთ სამხედროს დიალოგი გავუბი... დიალოგს კი ვამბობ, მაგრამ უფრო მე ვსაუბრობდი...
"დიალოგი" ესე დავიწყე... ამგდებათ...
- იცით საერთოდ რა ხდება?
- ისეთი სახით შემომხედა აშკარად იცოდა... -
- როგორც ჩანს მომზადებულები იყავით ამ ყველაფრისთვის...
- დიახ, ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ... შემოდი...

და ამ დროს რიგითმა რაღაც ფოლგისმაგვარი გადამაფარა ზურგზე და მითხრა ეს ჩაიცვიო და ჩაფხუტიც მომცა...
შევედით დერეფანში... ბნელა... აქა-იქ სინათლეები ანთია მკრთალი და მარჯვენა მხარეს შესახვევებია ყოველ რამდენიღაცა მეტრში...
თავიდან ვიფიქრე სადარბაზოების შესასვლელებია მეთქი, მაგრამ მერე მიხვდი, რომ უფრო მალ-მალე იყო შესახვევები და თან ვიწრო დერეფანში შევედით და ამ დერეფნიდან ათ-თხუტმეტ მეტრში უდნა ყოფილიყო სადარბაზოს შესახვევი...
რიგითმა მკითხა რომელ სადარბაზოში ცხოვრობო და ვუთხარი... ბევრი სიარულის მერე დავიაკრგეთ... ბრაზობდა ხომ ვამბობდი ესე არ უდნა გაეკეთებინათ მინიშნებებიო...
აქამდე ვერც კი შევამჩნიე მინიშნებები... მეთქი აი ერთი მინიშნება და ჩემი სადარბაზო ამის გვერდით უნდა იყოს მეთქი და ამან ეგრე ადვილად არაა საქმე რიცხვები არეულად წერია, რომ ისინი არ მიხვდნენო...
ვინ ისინი მეთქი და "ისინიო"... ხმა აღარ ამოვიღე...
რას აპირებ როგორ უნდა გავიდეთ აქედან ან როგორ უნდა იპოვო ჩემი სადარბაზო მეთქი და ამან გვიანია უკვე ერთერთ საძIნებელში უნდა შევიდეთო... ვერც მოვასწარი კითხვა რა საძინებელში მეთქი... მითხრა მომყევიო და პირველივე მარჯვენა შესახვევში შევიდა...
ნელი ნაბიჯით მიდიოდა სიბნელეში... მეც ასე მივყვებოდი... რაღაც მანძილის გავლის მერე თქვა მოვედით შეგვიძლია ფანარი ავანთოთ... რაღაცას ხელი დააჭირა და დერეფნის გზა ჩაიკეტა კარებით და სადარბაზოს მხრიდანაც კარების დაკეტვის ხმა გაისმა... ფანარი აანთO და მითხრა დერეფნები ჩავკეტე ეხლა უსაფრთხოდ ვართ საათნახევრითო... მერე თავისით გაიხსნება ორივე კარიო... მე ხმას არ ვიღებ...
რიგითმა მარცხნივ რაღაცას მიანათა... ჯეშტებს ხმადაბლა უკაკუნებდა, რომ ხმაური არ გამოეწვია და როცა სიცარიელის ხმა გაიგო კედელს მოხსნა და შიგნით ორი სამი მეტრის შესასვლელი გამოჩნდა და მერე კიბე... შედიო მეუბნება... მე მეშინია თითქოს... შედი მეც უდნა შემოვიდეო... შევედი... ესეც შემომყვა და ჯეშტი შიგნიდან დააშურუფა... აქ უსაფრთხოდ ვართო და ვიზრო ადგილას წინ გადამასწრო და კიბეზე ავიდა...
მაღლა ერთი ადამიანის ადგილი იყო... საწოლი... საწოლი კი არა დასაწოლი ადგილი... მარცხენა მხარეს კიბე რომ არ ყოფილიყო ჩვეულებრივი კუბო გეგონებოდათ...
აქ დაიძინებ... მე დაბლა კიბესთან უნდა გიყარაულოვო... მეთქი შენ ძილი არ გინდა? დაბლა დავიძინებ ფხიზელი ძIლი მაქო და ჩავიდა... თუ ხვრინავ მანდ წამლებია ყველაფერს ქართულად აწერია რა რისია და შეგიძლია გამოიყენოვო... მე არ ვიცი ვხვრინავ თუ არა მეთქი და არც მეო და აიღO და დალია... მეც დავლიე...
ღამე პატარა გოგონას ხმამ გამაღვიძა... დედას ელაპარაკებოდა მამა სადააო და დერეფანში მიდიოდნენ... დაბლა ჩავხედე ამას და მე მიყურებს... თითქოს ელოდებოდა, როდის გამეღვიძებოდა და მანიშნებს ხმა არ ამოიღოვო... დავემორჩილე... ჩაგვცდნენ... მერე ვკითხე რატომ გამაჩუმე მეთქი და ჯარისკაცის გარეშე დერეფნებში არავინ დადის და ისინი იყვნენო...
მეთქი რანაირად... პატარა ბავშვის ხმა იყო და ჩვენი ენა ისწავლეს და მიმსგავსება მეთქი?
ამან ხმადაბლა ისინი ჩვენში არიან ჩასახლებულებიო და მეორეები ზუსტად მაგათთან საბრძოლველად მოვიდნენ ჩვენი განთავისუფლება უნდათო...
სულ ამერია თავგზა... იცოდე არავის ენდო ჩემს გარდაო და თავი მიაყუდა კედელს და დაიძინა...

ვისაც ამ მოთხრობის მორალი გაინტერესებთ გეტყვით...
ღამის 4-ზე არ დაიძინოთ და მსგავს სიზმრებს არ ნახავთ...

18.01.2018

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები