ნუ მეტყვი მოვალო, თუ არ შეგიძლია... მითხარი ვეცდები... უფრო იოლია ლოდინი, იმედით... "მერცხლების". თუ გულით არ გინდა, ნუ მეტყვი მიყვარხარ მოვითმენ "მერე"-მდე... უფრო იოლია მოთმენა, ოღონდაც მჯეროდეს. ნუ მეტყვი შენს სულზე, თუ ოდნავ შემარყევს... არცოდნით გიწამებ... უფრო იოლია სიბრმავით სიყვარულს იცავდე. და თუკი ვერ შეძლებ, ვერ მეტყვი მივდივარ, მე თავად გაგიშვებ... ოღონდაც ნუ მეტყვი... ნუ მეტყვი... უჩემო ცხოვრება გამშვიდებს!