 | ავტორი: ლუიზიანი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 21 თებერვალი, 2018 |
წლები სადღაც მიჰქრის,თან ისე სწრაფად,რომ უკან მოხედვასაც ვერ ასწრებ.თუმცა,იქნებ არც გინდა უკან მოხედვა?! იქნებ გეშინია წარსულის,გამოუსწორებელი შეცდომების,ცარიელი, უფერული დღეების?! იღვიძებ დილით და ხვდები რომ ცოცხალი ხარ,კიდევ 24 საათი გაჩუქა ღმერთმა ბევრი სიკეთისთვის და ბედნიერი ხარ.გინდა შეიმოსო ფერადი ტანსაცმლით, როგორც ცისარტყელა და გააფერადო სამყარო,რომელშიც დომინანტი დიდი ხანია მუქი ფერებია,მაგრამ ჩერდები: რას იტყვის ხალხი? გადიხარ ჩვეული ფორმით ქუჩაში,სადაც მრავლადაა უსახლკარო ღატაკი, დაძონძილი და დაკოჟრილი ხელებით.ზოგს ნაგვის ურნასთან ჩასძინებია საკვების ძიებაში.ადამიანების უმრავლესობას სძულთ ისინი დაუბანლები,ბინძურები,მათხოვრები.გინდა გაიქცე და გულში ჩაიხუტო,მოეფერო და უთხრა,რომ მარტო არაა,რომ უფალია მის გვერდით და შენ.მაგრამ ჩერდები.რას იტყვის შენზე ხალხი?!როცა გინდა უცნობ ავადმყოფ მომაკვდავებთან მიხვიდე და ანუგეშო,ილოცო მათზე ხმამაღლა.მაგრამ ჩერდები.რას იტყვის შენზე ხალხი?!როცა გინდა გააჩუმო ადამიანები,რომლებიც სხვებს განიკითხავენ,როცა მოყვასი მტრად მიაჩნიათ,რომლებისთვისაც პრიორიტეტული ყველაფრის სისუფთავეა გულის გარდა.მაგრამ ჩერდები.რას იტყვის ის?როცა გინდა იყვირო ხმამაღლა,რომ გიყვარს,ბედნიერი ხარ.როცა საწინააღმდეგო მოგწონს რაც სხვებს,მაგრამ ჩერდები:რას იტყვის ხალხი?!როცა ყოველთვის,როცა შინიდან გადიხარ ნიღაბს ირგებ, ყველასთვის მოსაწონი და მისაღები რომ იყო შიშით,თუ რას იტყვის ხალხი?!და ასე გარბის წლები.მართლაც წუთია სოფელი! ნეტარი კი ადამიანია,რომელიც დღენიადაგ ფიქრობს,თუ რას იტყვის ღმერთი!!!!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. “ მართალი ყოველთვის განდეგილია” წერია ბიბლიაში, რომელიღაც გვერდზე... “ მართალი ყოველთვის განდეგილია” წერია ბიბლიაში, რომელიღაც გვერდზე...
3. პირველ რიგში მადლოვას მოგახსენებთ ყურადღებისთვის.ეს განკითხვა არაა.ეს ისაა,რასაც ვგრძნობ.რაც შეეხება დახმარებას,მათხოვრებს.იცით იესო არ ირჩევდა ადამიანებს იმის მიხედვით ვისში რა დოზით იყო უფალი.პირიქით ისეთებთან მიდიოდა რომლებიც სდევნიდნენ მას.მადლიც სწორედ ესაა.მასე არც ჩვენ ვიყავით მისი მადლუს ღირსები,მაგრამ ფაქტია,რომ მან ეს გააკეთა.თორემ თუკი მხოლოდ მასთან მივალ ვისშიც ღმერთს ვხედავ მაშ რაღა გამოვა?მკურნალი ავადმყოფს ჭირდება.მაგრამ მე ეს ზიგადად დავწერე.არავის არაფერს ვაბრალებ,შეიძლება ჩემი კომპლექსია.თუმცა "რას იტყვის ხალხის" სინდრომი საქართველიში ვგობებ აქტუალურია.კიდევ ერთხელ მადლობა და ბოდიშს ვიხდი თუკი ამ ნაწერით ვინმე გავანაწყენე.რასაც ვწერ პირველ რიგში საკუთარ თავზე...ნეტარებაა რომ მე ახლა ცოცხალი ვარ და ვწერ პირველ რიგში მადლოვას მოგახსენებთ ყურადღებისთვის.ეს განკითხვა არაა.ეს ისაა,რასაც ვგრძნობ.რაც შეეხება დახმარებას,მათხოვრებს.იცით იესო არ ირჩევდა ადამიანებს იმის მიხედვით ვისში რა დოზით იყო უფალი.პირიქით ისეთებთან მიდიოდა რომლებიც სდევნიდნენ მას.მადლიც სწორედ ესაა.მასე არც ჩვენ ვიყავით მისი მადლუს ღირსები,მაგრამ ფაქტია,რომ მან ეს გააკეთა.თორემ თუკი მხოლოდ მასთან მივალ ვისშიც ღმერთს ვხედავ მაშ რაღა გამოვა?მკურნალი ავადმყოფს ჭირდება.მაგრამ მე ეს ზიგადად დავწერე.არავის არაფერს ვაბრალებ,შეიძლება ჩემი კომპლექსია.თუმცა "რას იტყვის ხალხის" სინდრომი საქართველიში ვგობებ აქტუალურია.კიდევ ერთხელ მადლობა და ბოდიშს ვიხდი თუკი ამ ნაწერით ვინმე გავანაწყენე.რასაც ვწერ პირველ რიგში საკუთარ თავზე...ნეტარებაა რომ მე ახლა ცოცხალი ვარ და ვწერ
2. პირველ რიგში ავტორი არის ძალიან კარგი, უკარგესი ადამიანი. ნათელი, კეთილი, თბილი და ყურადღებიანი, რომელიც სხვის გასაჭირს ამჩნევს და სხვისი გასაჭირი ტკივა. ეს შესანიშნავია.
მეორე რიგში, ავტორი ის ადამიანია, რომელიც ყოველთვის შეეცდება ებრძოლოს უსამართლოას და შეეცდება შეცვალოს ის.
გაიხართ თქვენ. 5.
პირველ რიგში ავტორი არის ძალიან კარგი, უკარგესი ადამიანი. ნათელი, კეთილი, თბილი და ყურადღებიანი, რომელიც სხვის გასაჭირს ამჩნევს და სხვისი გასაჭირი ტკივა. ეს შესანიშნავია.
მეორე რიგში, ავტორი ის ადამიანია, რომელიც ყოველთვის შეეცდება ებრძოლოს უსამართლოას და შეეცდება შეცვალოს ის.
გაიხართ თქვენ. 5.
1. ძალიან ცუდია რომ ხალხს ბრალდება ყველაფერი და ჩვენ ვქმნით მათაც...ესეც ერთგვარი განკითხვაა ვგონებ...
სიცოცხლის უნარიანობა შორიდანაც გადამდებია როცა ლამაზ ფერებთა შეხამება და ცისარტყელას მნათი,ხალასი ფერები სულშია და არა სამოსში.
ყველა.მათხოვარშიც ისევე არაა ღმერთი როგორც ნებისმიერში ვინც მათ შორს ხალხის ენის გამო გაურბის. -> მე ვისშიც ღმერთი მგონია იმას ვეხმარები ან ვინც პირველი შემხვდება იმ დროს როცა განსაზღვრული გასაცემი მაქვს და ზოგჯერ ჩემ ყავის ფულსაც ვაყოლებ.... ღმერთი ადამიანის სინდისის ქეჯნაა,ცხოვრება კი ხშირად ართმევს ადამიანებს მას სხვათა და სხვათას ხარჯზე. 21საუკუნეში არსებობენ უვარგისები.კარგები და უფრო კარგები. ამ საკუნის შემხედვარე ნეტარება განსვენებულია. და ამაზე რას იტყვით? ძალიან ცუდია რომ ხალხს ბრალდება ყველაფერი და ჩვენ ვქმნით მათაც...ესეც ერთგვარი განკითხვაა ვგონებ...
სიცოცხლის უნარიანობა შორიდანაც გადამდებია როცა ლამაზ ფერებთა შეხამება და ცისარტყელას მნათი,ხალასი ფერები სულშია და არა სამოსში.
ყველა.მათხოვარშიც ისევე არაა ღმერთი როგორც ნებისმიერში ვინც მათ შორს ხალხის ენის გამო გაურბის. -> მე ვისშიც ღმერთი მგონია იმას ვეხმარები ან ვინც პირველი შემხვდება იმ დროს როცა განსაზღვრული გასაცემი მაქვს და ზოგჯერ ჩემ ყავის ფულსაც ვაყოლებ.... ღმერთი ადამიანის სინდისის ქეჯნაა,ცხოვრება კი ხშირად ართმევს ადამიანებს მას სხვათა და სხვათას ხარჯზე. 21საუკუნეში არსებობენ უვარგისები.კარგები და უფრო კარგები. ამ საკუნის შემხედვარე ნეტარება განსვენებულია. და ამაზე რას იტყვით?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|