ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იადონი
ჟანრი: პოეზია
19 მარტი, 2018


ლაჟვარდის ტილოზე აფეთქდნენ კვირტები

ლაჯვარდის ტილოზე აფეთქდნენ კვირტები-
ატმების ფურცლების წვიმაში მოვყევი,
თვალები დავხარე, ისევე გავყუჩდი
ვითარცა საყდარში "უბრალო" , მლოცველი...

ვუმზერდი ქმნილებებს ხეების ტოტებზე,
სიშიშვლეს ვარდისფრად მოსავდა აპრილი.
სურნელის წიაღში უეცრად შევნიშნე
თვალები- მოხუცის, ცხოვრებით დაღლილის..

ნაირფრად ყვაოდა ირგვლივ არე-მარე,
მიწას გაზაფხულის სურნელი სდიოდა.
თვალებთან ნაოჭებს ჭმუჭნიდა ღიმილი-
მზის სხივებს გაეთბო! და დრო გადიოდა..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები