 | ავტორი: თორნიკეე ჟანრი: პროზა 16 აპრილი, 2018 |
დროს ვეღარ ვგრძნობ... გვიან ღამით ქუჩებში სეირნობა მიყვარს... არაფერი მსიამოვნებს ღამის სიმშვიდეზე მეტად... დახეულ ჯინსებს, კედებს, და კაპიშონს ვიცვამ... ყოველთვის თავზე მაქვს წამოცმული და ასე დადვიარ თავდახრილი... კაპიშონის ელვა შესაკრავი, ხან გახსნილი მაქვს, ხან ღია... ყურსასმენებს სულ ვატარებ, მაგრამ მუსიკა არასდროს მაქვს ჩართული... არ მსიამოვნებს, როცა მაჩერებენ და სიგარეტს მთხოვენ, ან ტურისტები სასტუმროს ან სხვა რაიმე დაწესებულების მისამართს მეკითხებიან... ყველაზე მეტად ხალხის სახეების თვალიერება მიყვარს... სახის გამომეტყველებით ბევრი რამის თქმა შეიძლება. მათ აზრებსაც და ფიქრებსაც კი მარტივად შეგიძლია ჩაწვდე, როცა შენს დაჟინებულ მზერას ვერ ამჩნევენ... თავად ნიღაბს ვატარებ... ყოველთვის ერთგვაროვანი სახე მაქვს... ცივი, მოღუშული და არაფრის მომცემი... საჭმელს იშვიათად ვჭამ... სანამ ღამით სასეირნოდ გავალ დროს ბარში ვატარებ... ორ ჭიქა ვისკის ვსვამ და ბოლოს ერთ ბოთლ ლუდს ვაყოლებ ხოლმე... ამ ლუდს ისე ნელა ვსვამ თითქოს თითო ყლუპი ლუდი თითო წელ სიცოცხლეს მართმევსო... ხშირად ბოლომდე არ ვსვამ... ბარში ჩემი ადგილი მაქვს... სულ იქ ვჯდები და ეს სხვებმაც იციან... ბარშიც ერთ-ერთი პირველი შევდივარ და უცნობი სტუმრებიც ვერ ასწრებენ ამ ადგილის დაკავებას... ერთხელ გვიან ღამით სეირნობისას აპრილის წვიმამ გამაცია... გაციებას ფილტვების ანთება მოყვა... ძლივს გადავრჩი... ფეხზე მეთორმეტე დღეს დავდექი და ვიცოდი ღამე სეირნობას ვერ მოვახერხებდი და ბარში შედარებით გვიან მივედი... ყველა მე მიყურებდა... ზოგს უხაროდა, ზოგსაც იმედები გაუცრუვდა ჩემი დანახვის გამო... ყველაზე ძალიან კი ის გამიკვირდა, რომ ჩემს ადგილას არავინ იჯდა... ბარი სავსე იყო... მაგიდები გადაჭედილი... გავლა-გამოვლაც კი სირთულე იყო... მაგრამ ჩემს ადგილას არავინ იჯდა... ბარმენი მინახავდა ამ ადგილს... არ იცოდა რა მჭირდა და სად ვიყავი, მაგრამ იცოდა, რომ ოდესღაც დავბრუნდებოდი... პირველად ვიგრძენი, რომ მარტო არ ვიყავი... ადამიანები, რომლებმაც ჩემი სახელიც კი არ იცოდნენ, დაბრუნებას მილოცავდნენ და რიგ-რიგობით მოდიოდნენ და ჩემს სადღეგრძელოს სვამდნენ ყველაზე მარტივად და გულწრფელად... დროს ვეღარ ვგრძნობ... გვიან ღამით ქუჩებში სეირნობა მიყვარს... არაფერი მსიამოვნებს ღამის სიმშვიდეზე მეტად... მაგრამ ვიცი, მარტო არ ვარ...
23.03.2018
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|