|
73. ქუთათური ვინ გამსუნტრა?
ხო არ გგონა შენაო?
იქნება რამე გავიგოთ,
კარგა გამოყავ ენაო?
გინდა?ა გავკაფოდ შამოდი!
დაგელოდება ლელაო,
მერე გულში არ ჩაიდო
შაირობაში წყენაო!...
შენც გენაცვალოს ყველაოოოო!,...
ლელა-65. 2008-04-29 16:44:40
--------------------------------------------------------------------------------
72. ანი ერთხელ არ გადაჰყვე
თანამედროვედ ღადავსა
მაგ ბიჭს სულს ნუღარ უბერავ,
უფრო უღვივებ ღადარსა,
ნეკერა არ იპარება
ასვენებს ლამაზ თვალებსა,
თორემ მოუვა მხატვარი
და ვეღარ ათევს ღამესა,
ცოტა დრო მალე გაივლის
მზე ჩავა, მთვარე ამოვა,
იქნებ გეკოც მოვიტყუოთ
და შაირ-ფართიც გამოვა
ნეკერა. 2008-04-29 16:44:05
--------------------------------------------------------------------------------
71. ქუთათურო სხვა რა ვქნათ
ზოგი ჩუმად არისო
ყველამ ერთად რომ ვიყვიროთ
ბაზარი ხომ არ არისო?
პატარა ბარტყი. 2008-04-29 16:42:17
--------------------------------------------------------------------------------
70. ნუ იპარები ნეკერა
შაირი ვიცი შენხელა
ნუ შემადარებ ვირსაო
თორენ გაგინგრევ ცხვირსაო
სად უნდა ვილოთ ვიცეკვო
შენც დაეტიე აქვეო
სალოთაო და საცეკვის
მეტი სხვა ვერა ნახეო?
მიდი თქვი ერთი ლამაზად
ვირის ხდენებას მოეშვი
თორემ ლელა ხომ დაგპირდა
შტვენით ავსებას მოედნის
შენც თვალი მიავლ მოავლე
იქნება ნახო საჩენო
მომიმესიჯო თუ გექნა
თვალი თუ მოკრა საჩემოს
დათა თვალები დახუჭე
კი არ იპიქრო გღალატობ
ხომ იცი შემი ამბავი
თანამედროვედ ვღადაობ
პატარა ბარტყი. 2008-04-29 16:40:46
--------------------------------------------------------------------------------
69. თეეე თაბაგაროოო ლექსად თქვი!
რო იმალები სადღაცა!...
ჩამორჩენილსა რა გიგავს
ლექსებსა წერავ მრავალსა!
ლელა-65. 2008-04-29 16:40:27
--------------------------------------------------------------------------------
68. თურმე ზიხართ, კაფიაობთ
აკაკუნებთ ალბათ с утра,
ახლა კიდე ხმა არ იღებთ,
ვინცხა გლახათ გეისუნტრა
ქუთათური. 2008-04-29 16:39:02
--------------------------------------------------------------------------------
67. მე დაბოლილი თუკი ვარ,
შენი სურვილი მაბოლებს,
თვალებზეც რულს თუ შეამჩნევ
ეს მოლოდინის ბრალია,
მე შენ უზომოდ მიყვარხარ,
და შენ ხარ ჩემი პლ-ანი-ა
დათა. 2008-04-29 16:38:28
--------------------------------------------------------------------------------
66. ანემონე ვერ მოაწყვე მაგაზეო
წავალ და დავიკარგები
მეპაექრებით გგონიათ?
თქვენზე ლამაზი შაირი
ლელას კახურ ვირს ჰქონია.
საღამოს ისევ აქ მოვალ
ბირჟა არ გამიგრილოთა,
ყველამ აქა ვთქვათ საღამოს
ვინ სად იშრომ-ცეკვ-ილოთა
ნეკერა. 2008-04-29 16:36:04
--------------------------------------------------------------------------------
65. თეკლე ნუ მიეთ მოთობ,
გაზონთან წოლას რა მსჯისო!
კაცების მეტი რაა არი,
ერტი ჩასტვენა მსაჯისო!
და გაივსება მინდორი,
ფეხბურთის მოედანია,
ერეკლეს არა ჰყოლია!
ამდენი მეომარია!
შენ დაიტოვე სახსოვრად,
ეგ საცოდავი გელაო!
ნუ გაბრაზდები ძვირფასო!
შენ შემოგევლოს ლელაოოო!
და კიდე ყველაოოოო!....
ლელა-65. 2008-04-29 16:36:03
--------------------------------------------------------------------------------
64. დათას მე კი არ ვემდური
თვითონ მოწია რაღაცა
მოელანდა და რა ვუყო
ხომ არ ვიცინებ ძალადა
რა კაიფშია იცოდე
აღარ ამიწევ ყურსაო
პარტნიორობას უწევდა
ჩვენი ჭკვიანი თუსაო
პატარა ბარტყი. 2008-04-29 16:32:45
58. ხოდა იმიტომ გიტხარი
რომ არ შეგყაროს ჭირიო
ბევრია შენც კი გყოლია
პასპორტიანი ვირიო
რომ მიყვარხარ და განვიცდი
მიტომ მედება ალიო
არ მინდა ვირს გადააწყდე
ანგელოზივით ქალიო
პატარა ბარტყი. 2008-04-29 16:29:33
--------------------------------------------------------------------------------
57. ეეეეე! ბარტყი რა მოგივიდა?
რაღას ემდური დათასა,
შენი ყურება მიკარგავს,
მე სიყვარულის მადასა!....
ლელა-65. 2008-04-29 16:29:24
--------------------------------------------------------------------------------
56. ვაა
არ მცალია და რა ვქნა
თეკლე ბატონიშვილი. 2008-04-29 16:27:45
--------------------------------------------------------------------------------
55. ლელავ პატარა გატყუებს
რაღა დროს პაემანია,
ინტერნეტშია სულყველა
გივი, ჯუმბერი, ვანია,
გაზეთის ყიდვას გირჩევნის
(ხარისხით -ტვალეტის ფურცლის)
ინტერნეტს იძრომიალო
და ნახო ბედს იქ ვინ უცდის
ნეკერა. 2008-04-29 16:27:31
--------------------------------------------------------------------------------
54. შნო იმდენი მაქვს მოცლილო
ვერ დამეწევი შენაო,
თუგინდ მხატვარში მეცილო
არმად დაგრჩება კბენაო.
თვალების ამოღამებას
თქვენ რადა სწუხხართ ნეტაო,
წარბწამწამთვალმაყვალებას
უყვარს გრძნობების კვნეტაო,
მანამ აკრიფავ ჩემს რაზგონს
დაგაკონსერვებ ლელაო,
მიდი, მიუწექ შენს გაზონს
ბუჩქებში გიხმობს გელაო,
მთას ნისლის წვეთი მოვწყვიტე
შენი შაირის ხელაო,
წადი პოლები მოწმინდე
არ გინდა ჩემი ჭერაო.
გაძახებინებ იცოდე,
ვაი, მიშველე დედაო.
თეკლე ბატონიშვილი. 2008-04-29 16:27:24
--------------------------------------------------------------------------------
53. მადლოლობას გეტყვი რჩევისთვის,
კაცობას მე არ ვუჩივი,
საფიქრალი კი მიტო მაქვს
ჩემი ანია გულჩვილი,
კაცნას არ ვაკლებ პატარას,
და არც სითბოს არ ვიშურებ,
ეშმაკს სულს მივჩეცემ გირაოდ,
საფასურად კი მის შერიგებას ვისურვებ
დათა. 2008-04-29 16:27:16
52. ეგეთი კაცი რად მინდა?
მაგათ ეტაკა ჭირიო!
მაგისთანა ხო სახლშიც მყავს,
პასპორტიანი ვირიო!....
ლელა-65. 2008-04-29 16:26:36
--------------------------------------------------------------------------------
51. ლელა დადექი იმარჯვე
ვიცი ხარ მარკვე-გამრჯეო
ვინც პაემანით იცილო
სულ ყველას ხელი სტაცეო
შეაბრუნ შემოაბრინე
და მოუსინჯე კბილიო
კაცად არ შემოგეპაროს
პასპორტიანი ვირიო
პატარა ბარტყი. 2008-04-29 16:23:19
--------------------------------------------------------------------------------
50. კაცის სუნი მცემს ვინ არის?
სად დამალულა ნეტაი?
და დროზე თუ არ გააასწრო,
ლელას ეწყება ბნედაიიი!!!
ლელა-65. 2008-04-29 16:22:39
--------------------------------------------------------------------------------
49. გაბუტულ ტუჩებს რა უნდა და
კოცნით დატკბობა,
მინაბულ თვალებს-
ეშმაკების თვალში ანცობა,
მაგრამ ქალებს რომ გვეკითხები
შენს გაკვეთილებს,
ჩვენ რომ გასწავლით,
მაშ ეგაა შენი კაცობა?
დათ არ მიწყინო, ვხუმრობ
შაირ-კაფიაში მოსულა
ნეკერა. 2008-04-29 16:19:01
--------------------------------------------------------------------------------
48.
დათა შენ ხომ არ გაგიჟდი
წადი შემეშვი ჯობია
გაბუტულ ტუჩებს შველოდეს
ეგეთი გაგიგონია?!
ან სად არსებობს წამალი
დრო არის ალბათ ამისაც
დრო გავა, ტუჩსაც გაუვლის
უნდა გჯეროდეს ამისა
პატარა ბარტყი. 2008-04-29 16:18:36
--------------------------------------------------------------------------------
47. მე თეკლეს დარდი აღარ მაქვს
თვითონ მიხედოს თავსაო!
ეგ კაი რამე მასწავლე,
გადახდა უნდა ვალსაო!
მე რო წავიდე ბარტყუნი,
გამოვა ვითომ რამეოო?
იქნება გამოვეპარო,
ქმარსა როგორმე ღამეო!
გაზეთი თუ არ მექნება
ხელში დავიჭერ პალოსა!
ისეთ ადგილას დავდგები,
ვერავინ გამეპაროსა!
ლელა-65. 2008-04-29 16:17:31
--------------------------------------------------------------------------------
46. ჩემი პატარა მგოსანი,
ლამაზ კაფიებს ქარგავდა.
გაბუტულ ტუჩებს პრუწავდა
და თვალებს ნაზად ნაბავდა.
ქალს, ვინც გიყვარს ასე ძალიან,
გული ატკინო,რა უნდა
იქნებ მირჩიოთ ქალებო,
გაბუტულ ტუჩებს რა მოვუხერხო?
რა უნდა?
დათა. 2008-04-29 16:15:41
--------------------------------------------------------------------------------
45. ეგ რომ მდომოდა ლელაო,
წავალ და ვნახავ რეალში...
მერე ჩვენს ბალღებს ნახავდით
მოცისფრო გალერეაში
ნეკერა. 2008-04-29 16:09:11
--------------------------------------------------------------------------------
44. აბა რას ამბობ ლელაო
მთელი დღე ძინავთ ამისთვის
ჯერ თეკლე უნდა დაკერო
დღე მოემზადოს ღამისთვის.
გაზეთია თუ ჯურნალი
პაემანი რომ ქვიაო
მიდი დაწერე იჩქარე
ქვალ რომ არ იყოს გვიანო
პარასკევობით გამოდის
რუსთაველზეა მგონია
რომ იცნონ საქმრო-საცოლემ
შეხვედრაც მანდვე ქონიათ
ერთს თურმე გადახვეული
უჭირავს ისევ ჟურნალი
მეორეც ალბათ იგივე
ან უკრაინის სუხარი
მეც სწორედ მასე გავთხოვდი
ის დღე დაიწვა ნეტაო
კითხვა სულ რომ არ მცოდნოდა
იმას შევნატრი ღმერთსაო
პატარა ბარტყი. 2008-04-29 16:09:05
--------------------------------------------------------------------------------
43. ნეკერ ბარტყისთან ხუტებას!
წადი დალიე მაჭარი!
და საღამოზე სიზმარში,
ჩაგეხუტება მხატვარიიი!>>>>
ლელა-65. 2008-04-29 16:07:54
--------------------------------------------------------------------------------
42. რავი სხვას რო არ ასუსტებს
მაგას ფეტვი ურევია?
დეპრესიაში დარჩება!
სევდა გამოულევია!
ვინმე თუ არ მოვუნახეთ
აღარ ყოფილა საშველი?
განცხადება რო მიგვეცა
იქნებ გამოჩნდეს მაშველი?
ლელა-65. 2008-04-29 16:02:51
--------------------------------------------------------------------------------
41. ჩირი შენ იცი როგორ გაძვირდა?
რითმიანს უსწრებს ფასითა
ურითმო ლექსებს ვინ ჩივის
კარგსაც მალავენ ხავსითა
39. მაშ გაბუტული ნეკერას
ნახვა რომა გსურს კარგია?
ახლა ეფექტ-ფლუს იღებენ
ძმრიანი ნასკი - ბანძია
ნეკერა. 2008-04-29 15:58:07
--------------------------------------------------------------------------------
38. ავი სურვილი სად ნახე
საიდან მოგაქვს დასკვნები
სიცხე ამიწევს იცოდე
არც მაქვს ძმრიანი ნასკები
პატარა ბარტყი. 2008-04-29 15:56:28
--------------------------------------------------------------------------------
37. თეთრი ქალია ლამაზი,
ლექსი გამიხდა ჭირადა!
ურითმო ლექსით მკაფველი
ჩემთვალში ღირს ჩირადა!.....
ლელა-65. 2008-04-29 15:56:11
--------------------------------------------------------------------------------
36. არც ისე იოლი რამ გსურს,
მაგრამ არც ისე ძნელია,
ბარტყო ეგ ავი სურვილი
საიდან? საკვირველია!
შენ მე არ გაგებუტები,
პირიქით ხუტე-ხუტები
ნეკერა. 2008-04-29 15:53:44
--------------------------------------------------------------------------------
35. შენ გინდა სულ დააქციო
დღე არ ეყოფა პრესიო
ახლა ღამე არ აძინო
სულ დაასუსტებს სექსიო
თეკლა არ მესროლო
პატარა ბარტყი. 2008-04-29 15:52:35
--------------------------------------------------------------------------------
34. თეკლე მეც მიყვარ პატარავ!
მაგას კი ვენაცვალები,
სუ რო მუშაობს არ მამწონს,
ამოუღამდა თვალები....
მუშაობაში დაღლილი
ვეღარ ივარგებსს ქალადა!
ცოტას ვადროვებ და ვინმეს
მოვატაცინებ ძალადა!!!...
ლელა-65. 2008-04-29 15:51:03
0. თეკლას რას ვერჩით ლელაო,
ნუ შეაშფოთე ყველაო,
მხატვრის იგავი დამთავრდა,
ფინთად კი არა? კარგადა.
ნეკერა. 2008-04-29 15:45:32
--------------------------------------------------------------------------------
29. არ გირჩევთ თქვენთვის მითქვამს და
თუ გამიგონებთ კარგია
ბატონიშვილი ცხვარობს და
ისე უხედნი ხარია
მე კი ვეზირიც არა ვარ
შორიდან ვეტრფი ხატივით
სად მერგო თეკლეს მონობის
ან ვეზირობის პატივი
(თეკლე თავში კი არ აგივარდეს შენ )
პატარა ბარტყი. 2008-04-29 15:43:59
--------------------------------------------------------------------------------
28. ჩვენ რას მოგვაჭრის ძვირფასო?
სხვას რა მააააჭრა ნეტაი?
ერთი Hყავდა და დაახჩო,
ბატონიშვილმა მხედარი!
ლელა-65. 2008-04-29 15:41:13
--------------------------------------------------------------------------------
24. ვაა ბარტყი
შენ დედოფლობა დაგმშვენდებოდა
მაგრამ ვეზირად დაუდექ თეკლას?
თორემ ვეზირად რომ არა ჰყავდე
მისი დაცვისთვის რა ძალა გედგა?
ნეკერა. 2008-04-29 15:39:32
--------------------------------------------------------------------------------
23. თეკლეს შეეშვით რას ბედავთ
ბატონიშვილის კბენასა
უბრძანებს თავის ვეზირებს
ძირში მოგაჭრით ენასა
პატარა ბარტყი. 2008-04-29 15:37:33
--------------------------------------------------------------------------------
22. თეკლეზე ამბობ მაგასა არააა?
აღარ დაგიწყებ დავასა,
არაააქ შნო და გაჩერდეს
ნეტა ვინ ატანს ზალასა?
ლელა-65. 2008-04-29 15:34:47
--------------------------------------------------------------------------------
21. რომელი ებიუტერნი ესაა
მხატვრების ლოგინები მოიაროს,
თავისი საკუთარი არა ყავს და
შნოც არ აქვს სხვისი მოიპაროს
არა და მკუხე უფრო მეტად მიყვარს  ერთს მოვკბეჩ მხოლოდ რა იქნება ა? 
რაო არ მეტყველებ თუ არ გემეტყველება, აქ ხარ თუმცარა თითქმის ყოველთვის ჩუმად ხარ  განა ფარაონს შვენის დუმილი ასეთი ხანგრძილივი  რაცხა ოურიე მე ხო იცი 
რაის იპატიჟებ უეჭველი იქ უნდა იყო 
ჭეშმარიტად აღსდგა!
ახლა ჩამოვედი სოფლიდან გოგოებო!
დავიმუხტე ანთეოსივით და ჩამოვედი...)))
დიდ ბოდიშს გეტყვი რებეკა,
ახლაც გავრბივარ მალეო,
ცოტა ხანს კიდევ დაგტოვებთ,
ქე მოგადგებით ღამეო.

 ჯუუ საყვარელი გოგო სადაა შენი ლექსები აა?. 
კოცნას ვერ ვაკეთებ სიცილაკებით და რა ვქნა? ისე გაკოცებ თეეე....
მეცაოოო, მომენატრეოოო!;-*
ჭეშმარიტად! მრავალს დაესწარი შენც ზემლიაკ 
იმერეთში ვიყავი და დღეს ჩამოვედი. მომენატრეთ 
სადა ხარ გოგონი? სულ წახვედი ხელიდან და საიტიდანაც აი.....  
თავად დაკარგული შენ რაფერ ხარ? 
სად ვარ და აქ 
ვერ მოგართვით, მე თუ დავიბრუნებ ან მოვწყვეტ, აუცილებლად მწვანეს 
თუ დაიბრუნებ, ან მოწყვეტ სადმე, მოვალ და ჩავკბიჩავ  ოღონდ უეჭველი მწიპე უნა იყოს 
ვერ ჩაკბიჩავ, ფაფუუ, აღარ არის 
ჩავკბიჩო? ა, თუ შენ უვაშლო ხარ სორრი 
შენა და ბიიიიი
ნეკერ, ნეკერ, ნეკერ მომენატრე 
ნეკერ, სადღა მაქვს ასაშლელი ნერვები 
რებეკა დეიდა გესტუმრე,
გამიწყე მაგიდა მალეო,
ახლა წავიდე ჯობია,
ბევრი საქმე მაქვს ხვალეო.

|